პროექტ "ვინ ვინ არის" მორიგი სეზონის გამარჯვებული მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი გახდა. ის კენგურუს კოსტიუმში გამოწყობილი მონაწილეობდა წლევანდელ შოუში. გამარჯვებულს ბინა და კიდევ რამდენიმე პრიზი გადაეცა.
მუსიკოსის თქმით, ამ გამარჯვებას ის თავის ოთხ ქალიშვილს უძღვნის.
ფინალში ასევე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები აღმოჩნდნენ - თიკა ჯამბურია, ზურა მანჯავიძე და არჩილ სოლოღაშვილი.