"ჩემს მეუღლეზე, ლუკა-ელდარ კურტანიძეზე, მიზანმიმართული პროვოკაციები მიდის, რათა მისი ქონება ხელში ჩაიგდონ. ქონების ღირებულება 14 მილიონ დოლარს შეადგენს" - ლუკა კურტანიძის მეუღლე მის დაკავებას ეხმაურება - მშობლები

"ჩემს მეუღლეზე, ლუკა-ელდარ კურტანიძეზე, მიზანმიმართული პროვოკაციები მიდის, რათა მისი ქონება ხელში ჩაიგდონ. ქონების ღირებულება 14 მილიონ დოლარს შეადგენს" - ლუკა კურტანიძის მეუღლე მის დაკავებას ეხმაურება

2025-07-29 13:22:09+04:00

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე, რამდენიმე დღის წინ ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს. როგორც ლუკა კურტანიძის ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ "ტელეკომპანია პირველთან" განაცხადა, მას კურტანიძე ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მისი თქმით, დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნება.

ლუკა კურტანიძის დაკავების ფაქტს მისი მეუღლე, სოფო მეფარიშვილი, ეხმაურება და ამბობს, რომ მას ქონების გამო პროვოკაციას უწყობენ:

- ჩემს მეუღლეზე, ლუკა-ელდარ კურტანიძეზე, მიზანმიმართული პროვოკაციები მიდის, რათა მისი ქონება ხელში ჩაიგდონ. ქონების ღირებულება, დაახლოებით, 14 მილიონ დოლარს შეადგენს. ქონება აქვს წყნეთში, ქობულეთში, ბორჯომში, რის გამოც ჩემს მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდნენ.

სოფო მეფარიშვილმა სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ დაწერა:

"რეალური სიმართლე!

ჩემი მეუღლე ლუკა-ელდარ კურტანიძე არ არის მოძალადე!

აღნიშნული ქალბატონი მაშინ, როცა მას დამცავი ორდერი ჰქონდა გამოწერილი:

1 ) რეკავდა ოლიმპიურ კომიტეტში და ცდილობდა, შეელახა მისი პატივი და ღირსება.

2) უკვეთავდა სტატიებს ჩემზე და ჩემს მეუღლეზე,

3) 2-ჯერ ჩალეწა ლუკა-ელდარ კურტანიძის ქობულეთში მდებარე ქონება და პოლიციისგან იყო გაფრთხილებული!

4 ) დადიოდა ჩემს უნივერსიტეტში და იკვლევდა ჩემი ნიშნების ფურცლებსა და დასწრებულ დროებს!

5 ) უყურებდა ჩემს ლაივ სტრიმებს და ჭრიდა ფოტოსურათებს !

6 ) რეკავდა ლუკასთან დაახლოებულ ჟურნალისტებთან შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს და ულახავდა პატივსა და ღირსებას!

7) მიგზავნიდა სხვადასხვა ქალს, რომ გაეგო მასზე პირადი ინფორმაცია.

8 ) უვარდებოდა ლუკას მეზობლებს და ემუქრებოდა ეჩივლათ მისთვის პოლიციაში!

9 ) ყოველთვის დგამდა სპექტაკლებს, რადგან იცოდა ლუკა ალალი გულის ადამიანი იყო.

10 ) დააკარგვინა თანამდებობები.

11 ) უსმენდა ლუკა-ელდარ კურტანიძის შვილებს.

და თქვენ კიდევ იძახით რომ ჩემი მეუღლეა მოძალადე!" - წერს სოფო მეფარიშვილი.

ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

“ეს არ არის არც მეორე, არც მესამე შემთხვევა“ - ლუკა კურტანიძეს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს (ვიდეო)
გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ - ლუკა კურტანიძე