ტომ კრუზისა და ქეთი ჰოლმსის ქალიშვილი სური 19 წლისაა და უმაღლეს განათლებას იღებს. გოგონა მოდას სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი არიან და ვარსკვლავურ გარემოში გაიზარდა, სური მოკრძალებულად ცხოვრობს. არ აქვს სოციალური ქსელები, ხშირად არ ჩნდება საზოგადოებაში და არც ჟურნალისტებთან თანამშრომლობს. მისი მხოლოდ პაპარაცული ფოტოები ვრცელდება ხოლმე.
სური მამას 12 წელია, არ უნახავს და ბავშვთან კომუნიკაცია სრულად გაწყვეტილი აქვს.
2012 წელს ქეით ჰოლმსი და ტომ კრუზი განქორწინდნენ. როგორც ცნობილია, მიზეზი კრუზის საიენტოლოგიისადმი რწმენა იყო, რომლის პრინციპებითაც ქალიშვილის აღზრდა სურდა. თუმცა, ქეითმა კატეგორიულად უარყო ეს იდეა და გადაწყვიტა, შვილი კათოლიკიური რელიგიის აღმსარებელი ყოფილიყო. ამის შემდეგ ტომმა მათთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა, ქეთის კი სრული მეურვეობა მიანიჭეს. ტომს შეეძლო შვილთან ურთიერთობა, თუმცა თავად არ გამოუთქვამს ამის სურვილი.
თუმცა არსებული საქორწინო შეთანხმებით, მსახიობს შვილისთვის ყოველთვიურად 400 ათასი დოლარის ალიმენტის გადახდა უწევდა, ვიდრე გოგონა 18 წლის არ გახდებოდა. ასევე, მის ვალდებულებაში შედის სურის სწავლის გადასახადის სრულად უზრუნველყოფა.
როგორც კი 18 წლის გახდა, სურიმ მამამისის მიერ მისთვის შექმნილი ფონდით სარგებლობის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ Daily Mail-მა განაცხადა.„მან ფულის მიღება აპრილში, 18 წლის ასაკში შეძლო. დანარჩენ თანხას 30 წლის შემდეგ მიიღებს. სატრასტო ფონდი შეიქმნა იმისთვის, რომ მას თანხა ერთდროულად არ მიეღო“, - იტყობინება გამოცემა წყაროზე დაყრდნობით. სავარაუდოდ, ეს თანხები მილიონობით დოლარს შეადგენს.
სურის დედამ, კეიტი ჰოლმსმაც შექმნა მსგავსი ფონდი. „ქეითის ქალიშვილის კეთილდღეობა ადარდებს. მას სურს, რომ გოგონა კარგად იყოს უზრუნველყოფილი და მაღალი ხარისხის ცხოვრება ჰქონდეს.“
"სურის მამაზე ინფორმაციის გაგება არ სურს, რადგან 12 წელია, არ უნახავს. ის მისი მონაწილეობით ფილმებსაც არ უყურებს და არც რაიმე ტიპით ერთვება ცხოვრებაში. მაგრამ, ტომი საკუთარ ვალდებულებას, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული, პირნათლად ასრულებს." - აცხადებენ ინსაიდერები.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სურიმ უარი თქვა მის გვარზე და ახლა სური ნოელით იცნობს. ნოელი კეიტი ჰოლმსის მეორე სახელია.
აღსანიშნავია, რომ გოგონას ყველა შანსი აქვს, მომავალში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი გახდეს. მოდისადმი ინტერესი მას რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ზოგიერთი ინსაიდერი ამბობს, რომ ახლა სურის გარდერობი 5 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
"4 წლის იყო, როცა პირველად მითხრა: "არ მომწონს შენი შარვალი". შემდეგ კი თქვა: ''ეს ფეხსაცმელი მოგიხდება''. მას შესანიშნავი გემოვნება აქვს."- აღიარა ერთხელ ქეითმა.
ტომ კრუზს, სურის გარდა, ორი შვილი ჰყავს, რომლებიც ყოფილ მეუღლესთან, ნიკოლ კიდმანთან ერთად იშვილა. განქორწინების შემდეგ ბავშვები მამასთან დარჩნენ და კიდმანთან არ ურთიერთობენ, მაგრამ კრუზთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. ამბობდნენ, რომ კრუზმა მათზე დიდი გავლენა მოახდინა და საიენტოლოგიაში ჩართო, სწორედ ამიტომ უჭერდნენ მხარს კრუზს კიდმანთან განქორწინების შემდეგ, რომელიც საენტოლოგიის წინააღმდეგ გამოვიდა...