ბავშვს თავისუფალი დრო აქვს და არ იცის როგორ გაერთოს - რა იწვევს ბავშვის უმიზეზო მოწყენილობას და როგორ გავუმკლავდეთ - მშობლები

ბავშვს თავისუფალი დრო აქვს და არ იცის როგორ გაერთოს - რა იწვევს ბავშვის უმიზეზო მოწყენილობას და როგორ გავუმკლავდეთ

2025-07-30 11:48:44+04:00

ალბათ თავადაც შეგიმჩნევიათ, როცა ბავშვს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დრო მხიარულად გაატაროს, ამის მაგივრად კი ამბობს, რომ მოწყენილია და არ იცის, რა გააკეთოს. რატომ ხდება ეს.

ხშირად ამის მიზეზი ემოციური ფონია – როდესაც სახლში პრობლემაა ან დაძაბულობა, ბავშვიც ცუდ ხასიათზე დგება. ასევე, როდესაც მას ყველაფერი აქვს და არაფერზე არ უწევს ფიქრი, ის ემოციურად ივსება და შემდეგ ვეღარაფრით ინტერესდება.

მშობლები ხშირად ცდილობენ ბავშვებს ბოლომდე დაუგეგმონ დღე, მუდმივად გვერდით ყოფნითა და გასართობებით. ამის შედეგად ბავშვი თვითონ ვეღარ სწავლობს დამოუკიდებლად დროის განაწილებას და ინტერესების პოვნას.

ზოგიერთი ფსიქოლოგი ამბობს, რომ მოწყენა არ არის ცუდი – ეს არის მდგომარეობა, სადაც იწყება ფანტაზია და კრეატიულობა. ბავშვს სჭირდება დრო, როცა ის არაფერს აკეთებს, რადგან ამ დროს ის იწყებს ფიქრს, რა უნდა გააკეთოს.

როდესაც ბავშვი ამბობს, რომ ეზარება, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას უბრალოდ სჭირდება დრო საკუთარ თავში გასარკვევად. არ არის საჭირო ყოველთვის მზა იდეები დავახვედროთ – ზოგჯერ საკმარისია დავსვათ კითხვა: „რისი გაკეთება გინდა?“ ან უბრალოდ მივცეთ საშუალება, რომ თვითონ მოიფიქროს.

ასევე კარგი იდეაა ბავშვს ჰქონდეს რამდენიმე საქმე ან საქმიანობა, რომელთა გაკეთება შეეძლება მოწყენის დროს – მაგალითად, ხატვა, კონსტრუქტორით თამაში ან წიგნის კითხვა. თუმცა ამისთვისაც საჭიროა, რომ მან თავად ისწავლოს დროის ორგანიზება და თავისუფალი დროის გამოყენება.

დასასრულს, მშობლის ამოცანაა არა ის, რომ ბავშვს მუდმივად უპოვოს გასართობი, არამედ ის, რომ ასწავლოს, როგორ გაუმკლავდეს მოწყენილობას – როგორც ბუნებრივ მდგომარეობას და როგორ ისწავლოდ გამოსავალის პოვნა.