რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები - თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ ცისკარიძე წლებია, მეგობრობენ. ერთად არაერთი სახალისო ვიდეოც ჩაუწერიათ. ამჟამად თეონა და ნიკოლოზი ერთად ისვენებენ შავი ზღვის სანაპიროზე და იქვე ჩაწერეს ვიდეომიმართვა დამსვენებლებისთვის. ვიდეოს თეონამ ტექსტიც დაურთო:
- მეგობრებო, ნუთუ აუცილებელია პლაჟზე ჭამა? საქართველოში არაა მიღებული პლაჟზე ჭამა. მაქსიმუმ - სიმინდი... მე პირადად კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ზღვასთან სუფრების შლას... ეს საშინლად გამოიყურება! საზამთროს ქერქები, კეფირი, ხაჭაპური, სიმინდის ქერქები და ატმის კურკები ერთად საშინელი მიქსია. იქნებ თავი შევიკავოთ?!