ორი შვილის მშობლები - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დასვენების დღეებს ბავშვების გარეშე ატარებენ და რომანტიკულ ვიდეოს უზიარებენ გამომწერებს. "ასე გამოიყურება ის, რასაც ჰქვია: "ჩემი ადამიანი ვიპოვე".
წყვილს ცოტა ხნის წინ შეეძინა მეორე შვილი - გიორგის შემდეგ მათ პატარა ნინა ეყოლათ. ნინას ფოტოები ჯერ არ გასაჯაროებულა, გიორგი კი არც ისე დიდი ხანია წარუდგინეს საზოგადოებას და მხიარულმა ბიჭუნამ უამრავი გამომწერის აღფრთოვანებული კომენტარები დაიმსახურა.