ეს ტესტი გაჩვენებთ, სხვადასხვა სფეროში რამდენად მრავალფეროვანია თქვენი ცოდნა. თუ ყველა შეკითხვაზე სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ:
1. რომელი ქვეყანა არ შედის სკანდინავიის შემადგენლობაში?
- ფინეთი
- დანია
- შვედეთი
- ნორვეგია
2. რა არის კრაკლური?
- ტრადიციული იტალიური თამაში
- ბზარის ეფექტი ფერწერაში
- მე-19 საუკუნის სატრანსპორტო საშუალება
- ფრანგული სასმელი
3. თანამედროვე მეცნიერებაში რომელი მეცნიერის წყალობით არსებობს გეომეტრია?
- გალილეოს
- პითაგორას
- ნიუტონის
- ევკლიდეს
4. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები:
"ცხოვრება მართლაც მარტივია, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვცდილობთ მის გართულებას."
- კონფუცის
- პლატონს
- სოფოკლეს
- ესქილეს
5. რომელ საუკუნეში მოხდა ანტიკური ხანის მონათა ერთ-ერთი უდიდესი აჯანყება, რომელსაც სპარტაკი ხელმძღვანელობდა?
- ძვ.წ. II საუკუნეში
- ძვ.წ. I საუკუნეში
- ახ.წ. III საუკუნეში
- ახ.წ. I საუკუნეში
6. რომელ მდინარეში ჩაედინება ნიაგარას ჩანჩქერი?
- ნიაგარაში
- მისისიპში
- ოჰაიოში
- მერიმაკში
7. ნიკო ფიროსმანის საყვარელი ქალი მარგარიტა დე სევრი, რომელსაც მიუძღვნა ნახატი "აქტრისა მარგარიტა", იყო:
- იტალიელი
- ინგლისელი
- ფრანგი
- ესპანელი
8. რამდენი ვარსკვლავია დიდი დათვის თანავარსკვლავედში?
9. რომელ ქალაქში გაიხსნა პირველი კინოთეატრი?
- პარიზში
- რომში
- ლონდონში
- მადრიდში
10. ქრომოსომები შეიცავს...
- დნმ-ს და ატფ-ს
- დნმ-ს და ცილას
- რნმ-ს და ცილას
სწორი პასუხები:
- ფინეთი
- კრაკლური არის ბზარი ნახატის საღებავზე, ლაქის ფენაზე ან სხვა საღებავის საფარზე. კრაკლური შეიძლება იყოს უწყვეტი, ანუ გაიაროს საღებავის ყველა ფენაში, ან გამოჩნდეს მხოლოდ ერთ ფენაში.
- გეომეტრია, როგორც მათემატიკური ინსტრუმენტი, ძველ საბერძნეთში გაჩნდა და პირველად ის ევკლიდემ აღწერა. ევკლიდეს მიხედვით, გეომეტრია სიბრტყეზე და სიბრტყეში ფიგურების შესწავლით, ფართობისა და მოცულობის გამოთვლით იყო დაკავებული.
- ფრაზა ჩინელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს, კონფუცის ეკუთვნის.
- ძვ.წ. I საუკუნეში
- ნიაგარაში
- მარგარიტა დე სევრი ფრანგი მსახიობი და მომღერალი იყო.
- 7
- 1895 წლის 28 დეკემბერს ძმებმა ლუმიერებმა პარიზში პირველი კინოთეატრი გახსნეს. კინოთეატრი კაპუსინების ბულვარში მდებარე "გრან კაფეს" სარდაფში იყო მოწყობილი.
- ქრომოსომები შეიცავს დნმ-ის მოლეკულებსა და ცილებს