მაირა როზალესი მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიან ადამიანად ითვლებოდა. ქალი 470 კილოგრამს იწონიდა. ერთ ეტაპზე მან 92 კილოგრამამდე დაკლება მოახერხა. წონის კლება დისშვილის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ და დიდმა სტრესმა გამოიწვია.
მაირა როზალესი გასულ წელს გარდაიცვალა. თუმცა, იქამდე მის შესახებ არაერთი გადაცემა და სიუჟეტი გააკეთეს.
მაირას ისტორია TLC-ზე უკვე რამდენიმე წელია, გადის. მან შოუში "მე 300 კილოგრამს ვიწონი" მიიღო მონაწილეობა. შოუში ექიმი იუნან ნოუზარადანი ჭარბწონიან ადამიანებს ეხმარება. შოუს ქრონოლოგია ისეა აგებული, რომ ჯერ გმირის პირადი ისტორიაა ნაჩვენები, შემდეგ ექიმი მისთვის წონის დაკლების გეგმას ადგენს. ფიზიკური ვარჯიშების დაწყებამდე და კუჭის რეზექციის გაკეთებამდე, დოქტორი ნოვზარდანი ყოველთვის დაჟინებით მოითხოვს, რომ პაციენტმა წონა კალორიების შემცირებით დაიკლოს.
როგორც კი სასწორზე პროგრესს ხედავს, გმირები შემდეგ ეტაპზე გადადიან. ჯერ კუჭის მოცულობის ქირურგიული შემცირება იგეგმება. შემდეგ მოდის სპორტული აქტივობა, შემდეგ კი წონის კლებისგან გამოწვეული ზედმეტი კანის მოცილება.
ყველაზე ხშირად, რეალითი შოუს გმირები დაახლოებით 300 კილოგრამი წონის ადამიანები იყვნენ, მაგრამ მაირამ ყველა გააოცა. 470 კილოგრამიანი წონით ქალმა ყველა რეკორდი მოხსნა.
როგორც ცნობილია, ქალი სწრაფი კვების ძალიან ბევრ პროდუქტსა და ტკბილეულს მიირთმევდა. ეს პროდუქტები კი მისთვის ქმარს მიჰქონდა... ასევე, გადაცემაში გასული სიუჟეტის მიხედვით, მაირას ქმარი უვლიდა, ასუფთავებდა, მასაჟებს უკეთებდა.
მაქსიმალური წონის მიღწევის დროს, ქალს დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო. მეტიც, მაირა კლინიკაში, პალატის ფანჯრიდან ამწეს საშუალებით გადაიყვანეს.
წონის დაკლების ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში, რომელიც ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაირას 11 ოპერაცია ჩაუტარდა. მათ შორის, კუჭის ოპერაცია და ზედმეტი კანის მოსაშორებლად პლასტიკური ოპერაციები.
თავდაპირველად, ამერიკელმა ქალმა 200 ზედმეტი კილოგრამი დაიკლო, შემდეგ მუცელი შეუმცირდა და ფიზიკური ვარჯიშები დაემატა. ქალმა კვების რაციონი სრულად შეცვალა.
შედეგი შთამბეჭდავი იყო. წონის 80%-ის დაკლების შემდეგ, ქალმა ორნიშნა რიცხვს - 92 კილოგრამს მიაღწია, თუმცა ის მაინც არ იყო საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი და ამბობდა, რომ 60 კილოგრამზე ოცნებობდა.
იქამდე, საოცარ ისტორიას ტრაგიკული ამბავი უძღოდა. 2008 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალმა საკუთარი დისშვილი გაუფრთხილებლობით მოკლა. არსებული ინფორმაციის თანახმად, მაირამ ბავშვი ხელში აიყვანა, ის კი სიმძიმით მოიჭყლიტა.
თუმცა, სიმართლე მალევე გაირკვა. სინამდვილეში, ბავშვს მისმა დამ ისე სცემა, რომ შემოაკვდა. შემდეგ ქალმა მარიას სთხოვა, დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, რადგანაც დარწმუნებული იყო, 500 კილოგრამამდე წონის ადამიანს ციხეში არ ჩასვამდნენ...
როდესაც სიმართლე გაირკვა, მაირას და დააპატიმრეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაირას მეორე დისშვილზე მეურვეობა უნდა აეღო. მიხვდა, რომ სასწრაფოდ საკუთარი ცხოვრების წესი უნდა შეეცვალა და წონაში დაეკლო.
მართლაც, ის ჯერ პოპულარულ შოუში გამოჩნდა, შემდეგ კი ძალიან დიდი შრომისა და მონდომების წყალობით, 92 კილოგრამამდე ჩამოვიდა.
წონაში დაკლების შემდეგ მაირას ოჯახური სტატუსი შეიცვალა - ის ქმარს დაშორდა. ქალმა დაშორების მიზეზებზე არ ისაუბრა. თუმცა, შოუში ექიმმა ნოვზარდენმა თქვა, რომ ასეთ არაჯანსაღ ურთიერთობებში მეუღლეები ხშირად ურთიერთდამოკიდებულნი ხდებიან და საყვარელ ადამიანებს არაჯანსაღ საკვებს აწვდიან, რითაც სიტუაციას კიდევ მეტად აუარესებენ.
2016 წელს მაირა მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული კარლოს დე ლა როსა იყო. 2024 წლის 16 თებერვალს ქალი გარდაიცვალა. მარია 43 წლის იყო. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება, მედიისთვის უცნობია.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე მაირამ კვების კონტროლი შეწყვიტა და 200 კილოგრამი მოიმატა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მისი ჯანმრთელობა ჭარბ წონასთან ერთად, არაერთმა ოპერაციამ შეარყია.