ცნობილი მოდელი და სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი თავის უფროს ქალიშვილთან - ბოლო წლების ასევე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელ თაკო ნაცვლიშვილთან ერთად ისვენებს საბერძნეთის კუნძულზე. მათ ახალ ფოტოებს დიდი აღტაცებით ხვდებიან გამომწერები სოციალურ ქსელში, რადგან დედა-შვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ნინო დასავით არის ქალიშვილთან.
ნინო ცქიტიშვილი ოთხი შვილის დედაა. მისი მეორე ქალიშვილი ანაც წარმატებული მოდელია.
უფროსი ვაჟი სპორტსმენია, როგორც მამამისი - ცნობილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.
და კიდევ ოჯახში ნაბოლარა ბიჭი იზრდება.
ვატოს და ნინოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და წარმატებული ოჯახი აქვთ ცნობილ ქართველებს შორის.