ცნობილი ქართველი მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანია, რომელიც ამჟამად საკუთარ სამოდელო სტუდიას ხელმძღვანელობს, მესამე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, დიზაინერ რატი რატიანს მეორე საერთო შვილი შეეძინათ. ორივეს ჰყავს ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან და ორივესთვის პირველი ვაჟი გაჩნდა, რომელსაც მიხეილი (მიშკა) დაარქვეს.
მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე თამთამ ახალი ფოტოსესია გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტით:
"ეს დღეები ისე ნელა გადის, თითქოს დრო საგანგებოდ იწელება, რომ უფრო დიდხანს მომცეს უფლება გელოდო. თითქოს დროც შენს მოლოდინში ჩერდება. ჯერ კიდევ ჩემს სხეულში ხარ, მაგრამ უკვე ჩემი გულის ნაწილი.
მაინტერესებს, როგორი ხარ… გაქვს თუ არა ჩემი თვალები, იქნებ მამას ღიმილი? ალბათ ის ლამაზი ტუჩები, რომლითაც პირველად მეტყვი “დედა”… ვგრძნობ შენს მოძრაობას, შენს ცხოვრებას ჩემში. როცა ხელებს მუცელზე ვიდებ, მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, თითქოს უკვე გეხები და იმ წამს, სამყაროში ყველაფერი ჩერდება.ვზივარ მარტო და მიდევს წინ შენი პატარა ტანსაცმელი ეს უსასრულო სიფერადე, სითბო და სუფთა იმედი. წარმოვიდგენ, როგორ მოგარგებ შენს პირველ პაწაწინა ბოდეს, როგორ გამიღიმებ პირველად, როგორ მეყოლები ხელში და რამდენი ბედნიერება მოაქვს შენს არსებობას.შენ ჯერ კიდევ გზაში ხარ, მაგრამ უკვე ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიცი როცა შეგეხები პირველად, მთელი სამყარო შეიცვლება.მე შენს დედად ყოფნისთვის დავიბადე".
თამთა და მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანი დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა ჯვრისწერა 2022 წელს გადაწყვიტეს.
2021 წელს საერთო შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს.