როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2025-08-01 10:54:46+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან უნდა დაიწყოს.

აბიტურიენტები დღეს დილიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ქულებს ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კონკრეტულ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

გადასამოწმებლად ცენტრის ცხელ ხაზს მივმართეთ, სადაც გვითხრეს:

"შედეგების გამოცხადების თარიღად აგვისტოს დასაწყისი განისაზღვრა. ჩვენი გვერდი აკონტროლეთ. როგორც კი გასწორდება, დავდებთ. ასე, რომ დღეიდან ყურადღებით იყავით." - აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

თამარ იაკობაშვილი