ზაფხული აგარაკზე მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ ბავშვები შემოქმედებით საქმიანობებთან დააკავშიროთ — იმით, რაც რეალურია და გაჯეტებთან შედარებით ბევრად სასარგებლოა.
ვირტუალური თამაშების ნაცვლად ჯობს წიგნები გადაშალონ, ფანტაზია გამოავლინონ კრაფტში, ან ჩაერთონ სახალისო თამაშებში, რომლებიც არა მხოლოდ გაართობთ, არამედ განვითარებაშიც დაეხმარებათ.
ამ სტატიაში მოგაწვდით იდეებს, თუ როგორ შევუქმნათ ბავშვებს საინტერესო და სასარგებლო ზაფხული — თამაშებით, კითხვითა და შემოქმედებითი აქტივობებით, რომლებსაც წლების შემდეგაც კი სითბოთი გაიხსენებენ.
მხიარული სათავგადასავლო ჟანრის წიგნები იდეალურია იმისთვის, რომ ბავშვი წიგნით დააინტერესო და კითხვა შეაყვარო. ერთ პერსონაჟზე, კონიზე შექმნილი წიგნების სერია ნამდვილად გამორჩეულია იმით, რომ მხიარული და ყოველდღიური ისტორიების მიღმა ბავშვებს მნიშვნელოვან უნარებს ასწავლის: როგორ მოემზადონ ახალ სიტუაციებთან გასამკლავებლად, დაძლიონ შიშები და შეიძინონ დამოუკიდებლობა. თითოეული წიგნი რეალურ გამოცდილებებს ეფუძნება: დაკარგვის შიში, ბაღში წასვლა, ძილის სირთულეები — ეს ყველაფერი ნაცნობია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. კონის დახმარებით, ამ თემებზე საუბარი მარტივ, მეგობრულ ფორმაში ხდება, რაც ბავშვს აძლევს საშუალებას, იდენტიფიცირდეს გმირთან და წინასწარ „გამოცდილად“ იგრძნოს რთული ემოციური მომენტები. მშობლებისთვის კი ეს სერია შესანიშნავი გზამკვლევია — როგორ დაუჭირონ მხარი შვილებს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში, სანამ რეალურ გამოწვევებს შეხვდებიან.
„აფერადე წიგნი“ ზღაპრული სამყაროს შესაქმნელად - წიგნის თითოეულ გვერდზე არა მხოლოდ სასიამოვნო ამბავი, არამედ საკუთარი შემოქმედების სივრცეც გელოდებათ. ეს არის ორიგინალური წიგნის სერია, სადაც ზღაპრებს თან ახლავს გასაფერადებელი ილუსტრაციები, რაც წაკითხულს უფრო ხალისიანს, მხედველობითად დამამახსოვრებელსა და ინდივიდუალურს ხდის. ფერების მეშვეობით ბავშვები თავად ქმნიან თავიანთ ვერსიას ზღაპრებზე და ხდებიან წიგნის პატარა ავტორებიც. ასეთი წიგნი არა მხოლოდ კითხვის სიყვარულს უყალიბებს, არამედ ხელს უწყობს ფანტაზიას, ყურადღებასა და მოტორიკის განვითარებას.
სამაგიდო თამაშები ბავშვებისთვის არა მხოლოდ გასართობი, არამედ შემეცნებითი და სოციალური უნარების განმავითარებელი აქტივობაა. ისინი ხელს უწყობენ ლოგიკურ და სტრატეგიულ აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციას, გუნდურობასა და წესების დაცვას. ზაფხულის აგარაკზე, ოჯახის ან მეგობრების წრეში, ერთობლივი თამაში იდეალური გზაა ეკრანებისგან მოსაშორებლად და ურთიერთობის გასამყარებლად. თითოეულ პარტიაში ბავშვი სწავლობს მოთმინებას, გადაწყვეტილების მიღებას და, რაც მთავარია, იმას, რომ მოგება ყოველთვის მთავარი არაა — მთავარია პროცესით სიამოვნება.
არტი, კრაფტი და სხვადასხვა სახის ხელსაქმე ბავშვებისთვის არა მხოლოდ კრეატიულობის გამოხატვის საშუალებაა, არამედ ემოციური რეგულაციის, მოტორული უნარების და ფანტაზიის განვითარების გზაც. როდესაც ბავშვები ხატავენ, ჭრიან, აწებებენ ან რაღაცას ხელით ქმნიან, ავითარებენ მოთმინებას და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. შესაკერი პატარა სათამაშოები ბავშვებისთვის ერთდროულად გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობაა. ისინი თავად ირჩევენ ქსოვილს, ჭრიან ფორმას, ავსებენ ბამბით და კერავენ პატარა ცხოველებს, ადამიანებს ან ფანტაზიური ფიგურებს — ამით კი ავითარებენ წვრილ მოტორიკას, მოთმინებასა და შემოქმედებითობას. აგარაკზე ეს საქმიანობა მშვიდ, კონცენტრირებულ გარემოს ქმნის და ბავშვებს სიამაყის გრძნობას უტოვებს — ხელით შექმნილი სათამაშო ხომ განსაკუთრებულია. მშობლებთან ან უფროს და-ძმებთან ერთად შეკერილი ფიგურები კი ოჯახურ ტრადიციადაც შეიძლება იქცეს.
„ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში 50%-მდე საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო, რაც მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას: როგორც წიგნებს, ასევე აქსესუარებს, სამაგიდო თამაშებს, არტს და კრაფტს. ფასდაკლებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველა ეს ნივთი ერთ სივრცეში და აგარაკის დღეები მხიარულ, სასარგებლო და ჯადოსნურ თავგადასავლად გადააქციოთ.
ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, მაღაზიებში, ასევე ონლაინ, საიტზეhttps://biblusi.ge/
R