ლუკა კურტანიძის დაკავების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება მის პირად ცხოვრებაზე გადავიდა. მისმა ყოფილმა ცოლმა,ხათუნა მიქაცაძემ,საჯაროდ ისაუბრა ძალადობისა და მატერიალური პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც მედიაში ლუკა კურტანიძის მეორე ცოლიც გამოჩნდა.
ინტერვიუშიქეთი ყველაშვილი, ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლე, გვიამბობს თავიანთი ურთიერთობის შესახებ. ქალი იხსენებს იმ რთულ პერიოდს, როცა ლუკას ხელისუფლების მხრიდან დევნიდნენ და ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა. ის ასევე საუბრობს ქორწინების შემდეგ ლუკას ქცევის რადიკალურ ცვლილებაზე, ფიზიკურ ძალადობასა და იძულებით დაშორებაზე. ყველაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხათუნა მიქაცაძესთან შეთანხმებული იყო და აცხადებს, რომ ლუკა კურტანიძის შვილები დღემდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, რაც მისთვის დიდი ტკივილია, რადგან ლუკა კურტანიძემ ქონების უმეტესი ნაწილი გადამალა და არაფერი დაუტოვა
- ლუკა რომ გაიცანით, პირველ მეუღლესთან დაშორებული იყო?
- ეს ის წლებია როდესაც ლუკას საკმაოდ მძიმე ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან...
- დიახ, საშინელი წლები გვაქვს გავლილი. წყნეთში ბინას ვაშენებდით, გვინგრევდნენ. ლუკას მუშაობა უნდოდა ჭიდაობის სფეროში, იქაც ავიწროებდნენ. ორი შვილი მყავდა უკვე ლუკამ რომ მითხრა, გერმანიაში ხომ არ წავიდეთო. ეზოში ბავშვებს ვერ ვუშვებდით, იყო მუქარები. 26 მაისის აქციაზე რომ სცემეს, მაშინ ორთაჭალაში ვცხოვრობდით, გამთენიისას ტაქსით დაბრუნდა სახლში, ველოდებოდი, რა დამაძინებდა. სასტიკად ნაცემი მოვიდა, თავში უზარმაზარი ჭრილობა ჰქონდა და სისხლიანი იყო.
- როგორი ქმარი იყო ლუკა?
- თავიდან ძალიან მზრუნველი იყო. ბავშვი ერთ წლამდე ისე გაიზარდა, რომ აფთიაქის გზა არ ვიცოდი. ძალიან მზრუნველი იყო. ანა-მარიამ რომ გავაჩინე, რადიკალურად შეიცვალა. ოფიციალურად ხელი არ გვქონია მოწერილი. ჯვრისწერას ვაპირებდით ბეჭდები ვიყიდეთ და ერთმანეთის სახელები გვქონდა ამოტვიფრული. ჩვენი ოჯახი დაინგრა იქამდე სანამ მისგან წამოვიდოდი. ეს იყო იძულება, სანამ ბოლომდე მივხვდებოდი რა ხდებოდა.
სხვა ქალი არ ყოფილა ამისი მიზეზი. ჩვენი ურთიერთობა დარღვეული იყო იმიტომ, რომ ორი და სამი წლის ბავშვებს ღამით, ოთახს უკეტავდა და არ მქონდა უფლება შევსულიყავი შვილებთან.
- აღზრდის მეთოდი ჰქონდა ასეთი? - რატომ კეტავდა ბავშვებს.
- მაგალითად საბა რატომ გაეკარა მის ველოსიპედს, ბავშვი წკეპლით სცემა. ალბათ მისი ფსიქიკა იყო ასეთი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გადაუცდა და ტირილი დაიწყო, ამაზე გაბრაზდა და ჩაარტყა ბავშვს. ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს ცხვირზე. მითხრა, რომ შენ თქვი ბავშვი გადმოგვარდა საწოლიდანო. ვიცი, რომ ეს დაუჯერებელია და იტყვიან ვიტყუები.