ოქროებში ჩასმული პატარძალი და მცირეწლოვანი სასიძო - ბოშების ქორწილის ფოტოებს და ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა - მშობლები

ოქროებში ჩასმული პატარძალი და მცირეწლოვანი სასიძო - ბოშების ქორწილის ფოტოებს და ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა

2025-08-03 11:38:35+04:00

21-ე საუკუნეა და კვლავ გვიწევს საუბარი არასრულწლოვნების ქორწინებაზე...

ამჯერად მორიგმა ვიდეომ გამოიწვია ხმაური, როელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სოციალური მედიის ბევრი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ პატარძალიც და საქმროც არასრულწლოვნები არიან და ის, რაც ხდება, უფრო ბავშვების წვეულებას ჰგავს, ვიდრე სერიოზულ ზეიმს. ვიდეო ვოლგოგრადშია გადაღებული და სოციალურ ქსელში დისკუსიები და აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ქორწილის მთავარი გმირები - საქმრო ბუდულაი და პატარძალი რადჰა - სკოლის მოსწავლეებს ჰგვანან. ვიდეოგრაფი ირწმუნება: „ისინი 18 წლისები არიან!“ თუმცა, ინტერნეტში არავის სჯერა ამის.

694x1280-0xrnn0y7mw-5934536694304386640-1754207812.jpg694x1280-0xbspikxid-2391823080783342243-1754207812.jpg

პატარძალი რადჰა სიმდიდრით ბრწყინავს: წითელი, ბრჭყვიალა კაბა, წელზე ოქროს ქამარი, კისერზე რამდენიმე მასიური ჯაჭვი, წითელი და მწვანე ქვებით მორთული ბეჭდები და მძიმე დიადემა.

700x1279-0xuxm2rh9w-8491905009302300174-1754207812.jpg683x1280-0xxqq9cn5u-1617980742707772593-1754207812.jpg

საქმრო, საქორწილო მოდის სტანდარტებით, მოკრძალებულია: შავი პერანგი, ზოლიანი შარვალი და, რა თქმა უნდა, ოქროს ჯაჭვი კისერზე. თუმცა, მომხმარებლების მთავარი ყურადღება არა ტანსაცმელზე, არამედ სახეზეა კონცენტრირებული. სახე ნორჩია, თითქმის ბავშვური. „ბუდულაი ბავშვს ჰგავს, რომელიც სკოლის ზეიმზე მოვიდა“ - წერენ კომენტარებში.

736x1280-0xxxirepfi-6536242414109806737-1754207813.jpg

წყვილი ორჯერ იცვლის სამოსს და მეორედ უკვე გოგონას თეთრი საპატარძლო კაბა აცვია.

701x1280-0x2lh9qufi-5174327877973962502-1754207813.jpg700x1280-0x452f4tyc-2525063601019092230-1754207813.jpg

700x1279-0xo0rs17fl-9237266590419643379-1754207812.jpg

ვიდეომ და ფოტოებმა ბევრი აღაშფოთა. 2025 წელს ბავშვებს კვლავ აიძულებენ ქორწინებას. „პედოფილიისთვის ხალხს ციხეში არ სვამენ?“, „ბავშვებს ბავშვობა მიეცით, რომ საკმარისად ითამაშონ. ყველგან არის რაღაც კანონები, მაგრამ აქ არაფერი იცვლება...“, „და რამდენი წლისაა საქმრო? არსებობს კანონი, რომელიც ბავშვებს ქორწინების უფლებას აძლევს?“, „მამა და პატარძალი იცოცხლებენ მანამ, სანამ ბიჭი არ გაიზრდება?“, „საშინელება... რას აკეთებენ დღეს ბოშები. კანონი მათზე არ ვრცელდება“, „ისინი უბრალოდ ბავშვები არიან“, - წერენ კომენტარებში.

ბოშათა თემში ადრეული ქორწინება ტრადიციის ნაწილია. წარსულში მშობლები ცდილობდნენ ქალიშვილების რაც შეიძლება მალე გათხოვებას - პირველ რიგში ფინანსური პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.ახლა ოჯახები სულ უფრო ხშირად ელოდებიან სრულწლოვანების ფორმალურ ასაკს, რათა არ დაარღვიონ კანონი, თუმცა შეთანხმებების დადება შესაძლებელია მოზარდობის ასაკშიც. ქორწინებას ოფიციალურად ვერ არეგისტრირებენ, თუმცა ტრადიციებს კვლავ მისდევენ.

ადრეული ქორწინების რამდენიმე მიზეზი არსებობს, რაზეც ბოშათა თემში საუბრობენ: ახალ ოჯახთან შეგუება - ახალგაზრდა ასაკში უფრო ადვილია სხვისი ცხოვრების წესთან „შეგუება“. ოჯახური ცხოვრება ცდუნებებისგან აშორებს. ადრეული ქორწინებები ასევე გაჩნდა, როგორც პასუხი მომთაბარე თემებში არასტაბილურობაზე და შედარებით ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თავად ბოშები ირწმუნებიან, რომ ასეთ შემთხვევებში ქორწინება მხოლოდ საზეიმო ნაწილია და სრულწლოვანებამდე სიძე და პატარძალი ერთად არ ცხოვრობენ.