რეჟისორი ბოლო დროს ავადმყოფობდა, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამძიმდა.
ელდარ შენგელაია რეჟისორ ნიკოლოზ შენგელიასა და მსახიობ ნატა ვაჩნაძის შვილი იყო.
ის არაერთი კინომატოგრაფიული შედევრის ავტორია. შენგელაია რეჟისორია ფილმებისა "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "შერეკილები“, "სამანიშვილის დედინაცვალი“, "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
ელდარ შენგელაიამ უმაღლესი განათლება კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.