ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ზღვაში ბანაობისას მეათეკლასელი, 15 წლის ელენე ჭოლარია დაიხრჩო. გოგონა გალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
როგორც სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომ ელენეს გადარჩენას მისი ბიძა ცდილობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც გაუჩინარდა.
ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბიძის პოვნა და მისი ბედი უცნობია.