როდის გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულები და უნივერსიტეტში ჩარიცხვები - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - მშობლები

როდის გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულები და უნივერსიტეტში ჩარიცხვები - პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

2025-08-04 11:52:01+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაასრულა. დღეიდან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე იმ აბიტურიენტებს, რომლებიც თავიანთ შეფასებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ.

ახლა აბიტურიენტებს ყველაზე მეტად გათანაბრებული ქულებისა და ჩარიცხვების შესახებ აინტერესებთ ინფორმაცია, რისთვისაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ:

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, გათანაბრებული ქულები აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. აპელაციის შედეგების გამოქვეყნების თარიღი განცხადებების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ასევე, ცენტრში განგვიცხადეს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვები თვის ბოლოსკენ იქნება. ჩარიცხვებთან ერთად, სკალირებული ქულებიც გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი