როდის დაიწყება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლა - თარიღები - მშობლები

როდის დაიწყება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლა - თარიღები

2025-08-04 12:17:19+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 ლის გამოცდების შედეგები უკვე გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ჩარიცხვები აგვისტოს ბოლოსკენ იქნება. იქამდე გადავხედოთ, როდის დაიწყება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტში სწავლა:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 22 სექტემბერი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 29 სექტემბერი
  • სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 8 სექტემბერი
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - 22 სექტემბერი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 20 ოქტომბერი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • საქართველოს უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი ( თარიღი კიდევ დაზუსტდება)
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • კავკასიის უნივერსიტეტი - 1-ელი სექტემბერი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 8 სექტემბერი
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი (თარიღი კიდევ დაზუსტდება)
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - 22 სექტემბერი
  • წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი - 8 სექტემბერი
  • აგრარული უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • ევროპის უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • ალტე უნივერსიტეტი - 29 სექტემბერი
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 15 სექტემბერი
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 22 სექტემბერი
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 22 სექტემბერი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 22 სექტემბერი

თამარ იაკობაშვილი