საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის დის პირველი საქორწინო ცერემონია საფრანგეთში შედგა, ქალაქ ნიცაში. ანას რჩეულიც ქართველია - გიორგი ჩხიკვაძე, რომელიც ასევე საფრანგეთში ცხოვრობს და უძრავი ქონების აგენტად მუშაობს. ანას ფრანგულ ქორწილი რა თქმა უნდა, მისი ძმები - გიორგი და ირაკლი მიქაუტაძეებიც ესწრებოდნენ.
"შენი ქორწილის ნახვა სიამაყითა და ემოციებით მავსებს. გისურვებ მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდ ბედნიერებას. გილოცავ, ჩემო დაო, მიყვარხარ", - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.
ანა ძმებთან და მეუღლესთან ერთად
მეორე ქორწილი კი საქართველოში შედგა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა წყვილმა სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი. ჯვრისწერის ფოტოები ახლახან გამოაქვეყნა ანა მიქაუტაძემ.