82 წლის მიკ ჯაგერის 38 წლის საცოლე მისთვის მეცხრე შვილის გაჩენას აპირებს... - მათი საერთო ვაჟი ახლა 8 წლისაა - მშობლები

82 წლის მიკ ჯაგერის 38 წლის საცოლე მისთვის მეცხრე შვილის გაჩენას აპირებს... - მათი საერთო ვაჟი ახლა 8 წლისაა

2025-08-04 22:50:16+04:00

82 წლის მიკ ჯაგერის 38 წლის საცოლეს, ბალერინა მელანი ჰემრიკს კიდევ ერთი შვილის გაჩენა სურს მისგან. თუ განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, ეს მუსიკოსის მე-9 შვილი იქნება. ამბობენ, რომ მიკ ჯაგერი არასდროს გამოიყურებოდა ასე ბედნიერად, როგორც ახლა. ის ბრწყინავს მელანის გვერდით, რომელთანაც 11 წელია თავს კარგად გრძნობს. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მელანი ჯაგერის საცოლედ რჩება და ურთიერთობა არ გაუოფიციალურებიათ. თუმცა, წყვილი ბედნიერია პასპორტში ბეჭდის გარეშე და კიდევ ერთი შვილის ყოლაც სურს.

sp03agou1kjwrl5xfwa43rd4q6gnbnd-1754334202.webp

წყვილს უკვე ჰყავს ვაჟი, დევერო, რომელიც უკვე 8 წლისაა. ის ჯაგერის მერვე შვილია და ამბობენ, რომ მას ყველაზე მეტად ჰგავს.

maxresdefault-1754334202.jpge1caefcae7a7-mick-jagger-son-deveraux-accident-on-crutches-1754334202.jpg.webp

ჯაგერების ოჯახი ცხოვრების დიდ ნაწილს საფრანგეთში ატარებს, პარიზში მიკის სახლსა და ლუარის ველზე მდებარე მის უზარმაზარ მე-17 საუკუნის ციხესიმაგრეში.

82 წლის მიკ ჯაგერმა დაბადების დღე 8 წლის შვილთან და 38 წლის საცოლესთან ერთად აღნიშნა - მუსიკოსის მერვე, ნაბოლარა შვილი მას ყველაზე მეტად ჰგავს
85 წლის ალ პაჩინომ შვილიშვილის ტოლ გოგონასთან გააბა რომანი - წინა საყვარლისგან გაჩენილი მსახიობის შვილი ახლა 2 წლისაა