სპეციალისტი გვასწავლის, როგორ შევამოწმოთ რძის პროდუქტის ფალსიფიცირება სახლის პირობებში: "2-3 წუთი უნდა ვაცადოთ..." - მშობლები

როგორ შევამოწმოთ რძის პროდუქტის ფალსიფიცირება სახლის პირობებში: "2-3 წუთი უნდა ვაცადოთ..."

2025-08-05 10:51:57+04:00

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, გვიზიარებს მეთოდს, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ რძის პროდუქტი ფალსიფიცირებულია თუ - არა:

- მწარმოებლები სახამებელს იყენებენ იმისათვის, რომ ყველის მასა გაიზარდოს. შესამოწმებლად ძალიან მარტივი ტესტი არსებობს, რომელიც სახლის პირობებში შეგვიძლია, გამოვიყენოთ. ყველის ნაჭერს იოდის რამდენიმე წვეთი უნდა დავაწვეთოთ. თუ მასა გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ ყველი სახამებელს შეიცავს. იგივე მეთოდი ვრცელდება ხაჭოზეც. ხაჭოსაც სახამებელს ხშირად უკეთებენ იმისათვის, რომ მასა გაიზარდოს. თუ იოდმა ფერი შეიცვალა და პროდუქტი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე ფალსიფიცირებულ პროდუქტთან გვაქვს. კიდეებიდან უნდა დაიწყოს გალურჯება და შუა ნაწილამდე მოვიდეს. 2-3 წუთი უნდა ვაცადოთ და შემდეგ უკვე საბოლოო შედეგს მივიღებთ. ფალსიფიცირებული პროდუქტის შეძენას არავის ვურჩევ.