რას უკავშირდება ცხელი ზაფხული საქართველოში და რა გამოსავალი არსებობს ამ რთული სეზონის შედარებით მარტივად გადასატანად? - ამ თემაზე სასაუბროდ გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.
- წელს ნამდვილად ძლიერი სიცხეა. მაღალი ტემპერატურა უკვე 10 დღეზე მეტია გრძელდება და პროგნოზით შემდეგი 7-10 დღის განმავლობაშიც ასეთივე ამინდის მოლოდინი აქვთ. მონაცემები გადავამოწმე ერთ-ერთ ამერიკულ პორტალზე, რომელიც ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩ(https://csi.climatecentral.org) - მათ შემუშავებული აქვთ ე.წ. კლიმატის წანაცვლების (ცვლილების) ინდექსი, რომელიც გამოიანგარიშებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კლიმატური პირობების წანაცვლებას. ეს ახალი დარგია, სულ 10-15 წლის, რომელიც სპეციალური მიკუთვნების (ატრიბუციის) მეთოდით გამოთვლილ ამინდს კლიმატთან აკავშირებს.
ამინდი და კლიმატი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ამინდი არის ის, რასაც განვიცდით ამ მომენტში, მაგრამ კლიმატის ცვლილება 20-25 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრის ცვლილებებს ეფუძნება, რაც მოიცავს საშუალო ტემპერატურას, მაქსიმალურ ტემპერატურას, მინიმალურ ტემპერატურას, საშუალო ნალექიანობას და ა.შ.
დღევანდელი მრავალწლიანი საშუალო ტემპერატურა ჩვენს ტერიტორიაზე 29,2 გრადუსია, ამჟამად გვაქვს 35-36 გრადუსი.
- ზღვაში რამდენით არის გაზრდილი?
- რატომ?
- მაღალი ტემპერატურა უფრო მეტად აორთქლებს ნიადაგიდან და მცენარეებიდან ტენს, რომელიც გადადის ჰაერში, ატმოსფეროში. წვიმა კარგა ხანია არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ იქნება, მაგრამ რომ მოვა, ატმოსფეროში ასული ეს დიდი რაოდენობით წყალი ერთდროულად ჩამოგვექცევა თავზე. გაგახსენებთ, ათიოდე დღის წინ როგორი ტროპიკულის მსგავსი წვიმა იყო. თბილისში ოდესმე ყოფილა ამ ტიპის წვიმა?! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი ადის ატმოსფეროში და შემდეგ ერთბაშად მოდის თქეში წვიმა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ტემპერატურამ რეკორდი დაამყარა. შარშან 1,5 გრადუსით აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა ისტორიულს. ამერიკაში ტრამპისგან უკვე მოითხოვენ, რომ შეწყვიტოს NASA-სა და NOAA-ს ბულინგი, მაგალითად, ცნობილი მეცნიერის, ჩალზ კილინგის საქმის გამგრძელებლების. კილინგმა პირველმა წამოიწყო გაზომვები გასული საუკუნის 50-იან წლებში და დაადგინა ატმოსფეროს ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა, გამოწვეული ემისიებით, ძირითადად, ავტომანქანის გამონაბოლქვებით, რაც დღეს უკვე 50%-ით არის გაზრდილი და დედამიწაზე სათბურის ეფექტს იწვევს. ამას ადასტურებს კილინგის მრუდი, ტრამპი კი აპირებს NOAA-სთვის დაფინანსების შემცირებას და ჰავაიზე იმ ლაბორატორიას დახურვას, სადაც დაიწყო ამ პარამეტრის გაზომვა - ვგულისხმობ ჩO2-ის კონცენტრაციას ატმოსფეროში. ეს იქნება დანაშაული მთელი მსოფლიოს წინაშე.
- არა მგონია...
- ჰოდა, მოვთხოვოთ ახალ მერს.
- როგორი წარმოგიდგენიათ ეს გეგმა?
- მე მაქსიმალურად მოვაშორებდი ასფალტს და გავაკეთებდი მწვანე ნარგავებს. დავიწყებდი გრილი ადგილების შექმნით, სადაც მოხუცებსა და ბავშვებს ექნებოდათ თავის შეფარების შესაძლებლობა. ყველას კონდიციონერი ხომ არა აქვს. მოხუცების, პატარების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის შევქმნიდი ცენტრებს. ხომ ხშირია ფაქტები, როცა სიცხით გაბრუებულს ქუჩიდან მაღაზიაში შეუფარებია თავი გასაგრილებლად. მერიამ უნდა გახსნას მსგავსი თავშესაფრები. ევროპაში დიდი ხანია, 2003 წლიდან აკეთებენ ამას. მაშინ პარიზში სიცხისგან 3000 მოხუცი გარდაიცვალა. თავშესაფრები გააკეთეს სკოლებში, სადაც შეშვება უფასოა დღისით მოსწავლეებისთვის, საღამოს მოსახლეობისთვის. ეს ძნელი გასაკეთებელი არ არის და არც დიდი თანხები სჭირდება. მე კითხვა მაქვს: როგორი მდგომარეობაა საქართველოში, ხომ არ გაიზარდა სიკვდილიანობა ამ დღეებში? ხომ არ გამოუქვეყნებიათ? თუ აქ პარიზზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს?
- აღარ დასრულდა ეს ცხელი დღეები...
- არა მარტო დღისით, ღამითაც ვერ ახერხებს ადამიანი სიცხისაგან დასვენებას. ამას სითბური ტალღა ჰქვია.