ბექჰემებისა და მათი რძლის ამბები უკვე სერიალად გადაიქცა. ამჯერად ნიკოლამ და მისმა ქმარმა, ქორწინებიდან სამი წლის თავზე, მეორე ქორწილის გადახდა გადაწყვიტა.მდიდრული ზეიმი არ გაუმართავთ და მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაპატიჟეს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი დღე იდეალური ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სტუმრებს შორის ბრუკლინის ოჯახის წევრები არ იყვნენ.
ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელცმა ურთიერთობა 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ მათი წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრში რჩება. ახალგაზრდები არაერთხელ ამტკიცებენ, რომ ერთად ბედნიერები არიან, თითქოს, მტრების ჯინაზე. მტრებად კი, სამწუხაროდ, ბრუკლინის ოჯახის წევრები მოიაზრებიან. ბრუკლინი სულ უფრო მეტად შორდება ოჯახს და დღესასწაულებზე და მნიშვნელოვან დღეებშიც არ არის მათ გვერდით, არც სოციალურ ქსელში ულოცავს ოჯახის წევრებს დაბადების დღეებს. არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის ცოლი ყველაფერია და ის ყველას ურჩევნია. ამის გამო ბევრი აკრიტიკებს კიდეც, საკუთარი ძმაც, რომელიც ცოლის ჭკუაზე მოსიარულეს უწოდებს.
წყაროების ცნობით, წყვილის მეორე ქორწილის ცერემონია ინტიმური იყო. ზეიმს მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნიკოლას ნათესავები დაესწრნენ.
შესაძლოა, ეს ცერემონია წყვილისთვის მხოლოდ რომანტიკული ჟესტი კი არა, წარსულის გამეორების მცდელობა იყო. მათი პირველი ქორწილი 2022 წლის აპრილში, ფუფუნებისა და ვარსკვლავური სტუმრების მიუხედავად, ოჯახური კონფლიქტების, ორგანიზაციული ჩავარდნებისა და საჯარო სკანდალების გამო მწარე მოგონებად იქცა. ცნობილია, რომ რძალ-დედამთილის კონფლიქტი სწორედ ქორწილში დაიწტო. როგორც ჩანს, ახლა, სამი წლის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ამ ცუდი დღის ახალი, იდეალური ვერსია.
2022 წლის ცერემონია ფლორიდაში, პელცების ოჯახის მამულში ზღაპრული უნდა ყოფილიყო. სტუმრები, როგორებიც არიან ევა ლონგორია, Spice Girls და გორდონ რამზი, სამი საპატარძლოს კაბა, ექსკლუზიური ფოტოები Vogue-სთვის - ყველაფერი უნაკლო ზეიმზე მეტყველებდა. მაგრამ კულისებში ქაოსი სუფევდა. ქორწილამდეც კი, ნიკოლასა და ვიქტორია შორის ურთიერთობა დაიძაბა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პელცს ზეიმზე ვიქტორიას ბრენდის კაბა ჩაეცვა. თუმცა, საბოლოოდ, გოგონამ ვალენტინოს სამოსი არჩია. ბექჰემისთვის, რომელიც სამართლიანად ამაყობს თავისი ბრენდით, მისი რძლის გადაწყვეტილება პირადი შეურაცხყოფა იყო.
ნიკოლას ვერსიით კი, მას ძალიან უნდოდა, ვიქტორიას შეკერილი კაბა ჩაეცვა, მაგრამ დედამთილმა კაბის შეკერვა დაუგვიანა.პელცი ამტკიცებს, რომ საწყისი განხილვების შემდეგ ვიქტორიამ შეწყვიტა კომუნიკაცია, შემდეგ კი ნიკოლას დედის მეშვეობით შეატყობინა, რომ სტუდია ვერ შეძლებდა შეკვეთის დროულად შესრულებას. შედეგად, პატარძალს მოუწია სასწრაფოდ შეეკვეთა კაბა „ვალენტინოსთან“.
სხვა პრობლემებიც წარმოიშვა. ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე პელცების ოჯახმა სამჯერ შეცვალა ღონისძიებების სააგენტო, შემდეგ კი სარჩელი შეიტანა კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო. მოგვიანებით ნიკოლამ აღიარა, რომ მზადება კოშმარი იყო.
კონფლიქტური სიტუაცია თავად ქორწილის დროსაც წარმოიშვა. ნიკოლამ დედამთილი ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვის „მოპარვაში“ დაადანაშაულა. როდესაც მომღერალ მარკ ენტონის პელცისთვის უნდა დაეკრა, ვიქტორიას მიმართა და წვეულებაზე ყველაზე ლამაზი ქალი უწოდა. ეს ნიკოლასთვის სრულიად მოულოდნელი იყო და დარბაზიდან ცრემლებით გაიქცა. ბრუკლინი კი მეუღლეს მხარდასაჭერად არ გაჰყვა, სტუმრებთან დარჩა და გართობა განაგრძო...
ქორწილის შემდეგ ინტერნეტ მომხმარებლებმა გააკრიტიკეს დახარჯული 3,5 მილიონი დოლარი და ეკონომიკური კრიზისის ფონზე „ჭირის დროს ნადიმად“ მიიჩნიეს. ბრუკლინის გადაწყვეტილებას კი, ორმაგი გვარი პელც-ბექჰემი მიეღო, მილიარდერ ნელსონ პელცის ქონებაზე ნადირობა უწოდეს...