სამშობიარო კლინიკა "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" სასიხარულო ამბავს აქვეყნებს. 20-წლიანი მოლოდინის შემდეგ ქართველ წყვილს ტყუპი შეეძინა.
დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.
ეს არ არის მხოლოდ დაბადება — ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა".