ბავშვის დაბადების დღე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასიხარულო დღეა მშობლებისთვისაც და თავად იუბილარისთვის. ეს არის მომენტი, როცა გინდა, რომ ყველა წვრილმანში სიხარული ჩააქსოვო და პატარას ისეთი დღე აჩუქო, რომელიც წლების შემდეგაც ემახსოვრება.
ზაფხულში, როცა სიცხე მთელი ქალაქის რიტმს ცვლის, ბევრ მშობელს უჩნდება კითხვა - სად ჯობს ბავშვის დაბადების დღისთვის ისეთი სივრცის მოძებნა, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც აქტიური გართობის, ისე უსაფრთხოებისა და კომფორტის მოთხოვნებს? პასუხი მარტივია — დაბადების დღე წყალში.
ზაფხულში წყლის თემატიკის ღონისძიება ორმაგად მომხიბვლელია. წყალი არა მხოლოდ ბავშვების უსაყვარლესი გასართობია, არამედ შესანიშნავი საშუალებაა, სიცხეში გასაგრილებლად და ენერგიის პოზიტიურად დასახარჯად. აუზები, წყლის სლაიდები, ატრაქციონები — ეს ყველაფერი აერთიანებს როგორც გართობას, ისე ფიზიკურ აქტივობას, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დაბადების დღის წყალში გადახდა ნამდვილად შესაძლებელია!
თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში, რომელსაც „ჯინო“ ჰქვია და აკვაპარკის გარდა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ასეთი დღესასწაულის მოწყობა მარტივადაა შესაძლებელი. „ჯინო ჯუნიორი“ - ეს გახლავთ ადგილი, სადაც დაბადების დღე ზღაპრად იქცევა. ჯინოს აკვაპარკის უნიკალური დაბადების დღის ცენტრში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ იუბილარმაც და მისმა სტუმრებმაც თავი ზღაპარში იგრძნონ.
ჯინო ჯუნიორში დაგხვდებათ:
წყლის თამაშების პროგრამა- ბავშვები სპეციალურად შემუშავებულ წყლის აქტივობებში ჩაერთვებიან, რომლებიც არა მხოლოდ მხიარულია, არამედ უსაფრთხო და ასაკზე მორგებული. თამაშებს ანიმატორები უძღვებიან.
ატრაქციონები და აუზები- სხვადასხვა ზომისა და სიღრმის აუზები, სათამაშო ზონები და სლაიდები, სადაც ყველა ბავშვი იპოვის თავისთვის შესაფერის გართობას. თანაც, საქართველოში ერთადერთი გრანდიოზული ტობოგანი სწორედ „ჯინოშია“.
მხიარული ანიმატორები- პროფესიონალი ანიმატორები, რომლებმაც იციან, როგორ შექმნან ხალისიანი და პოზიტიური ატმოსფერო.
ფოტო და ვიდეო გადაღება- ბედნიერი მომენტები მხოლოდ მეხსიერებაში კი არა, ფოტოალბომშიც დარჩება.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონია და ტორტის ზღაპრული ჩაქრობა- დღესასწაულის დასკვნითი, ყველაზე ემოციური ნაწილია, რომელიც ბავშვისთვის ნამდვილ სცენად იქცევა.
„ჯინო ჯუნიორში“ დაბადების დღეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული თემატიკა — საგანძურის ძიება, საიდუმლო კუნძული, მეკობრეების შოუ ან არიელის ზღაპარი. ეს არა მხოლოდ დეკორაციებით, არამედ სცენარითა და აქტივობებით დატვირთული გამოცდილებაა, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ.
ბონუსები და საჩუქრები
გარდა შთამბეჭდავი პროგრამისა, „ჯინო ჯუნიორი“ გამორჩეული იმითაცაა, რომ იუბილარებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს სთავაზობს:
იუბილარს საჩუქრად გადაეცემა უფასო შესვლა აკვაპარკში და 1+1 საჩუქარი ვაუჩერის სახით. ასევე, განმეორებით დაბადების დღეზე -10% ფასდაკლება.
„ჯინო ჯუნიორი“ აერთიანებს ყველაფერს, რაც შეიძლება მშობელმა ინატროს: უსაფრთხოებას, მრავალფეროვან აქტივობებს, კვალიფიციურ ანიმატორებს და იმ გარემოს, სადაც ბავშვები უზომოდ ბედნიერები ხდებიან.
ზაფხულში, როცა ქალაქს სიცხე და მოწყენილობა იპყრობს, წყლის თემატიკის დაბადების დღე არა მხოლოდ იუბილარისთვის, არამედ ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი გახდება.
R