არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია პამელა ანდერსონისა და ლიამ ნისონის რომანის შესახებ, რომლებიც ერთად თამაშობდნენ ლეგენდარული კომედიის „შიშველი იარაღის“ რიმეიქში. მსახიობებთან დაახლოებულმა წყარომ მათ ურთიერთობას „საწყის ეტაპზე მყოფი რომანი“ უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ პამელა და ლიამი „ერთმანეთზე შეყვარებულები არიან“. ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან ოფიციალური დასტური ჯერ არ ყოფილა, მაგრამ თითქმის ყველა მსოფლიო გამოცემა მათ უკვე წყვილს უწოდებს.
ჭორებს ასევე ადასტურებს ლიამ ნისონის გარდაცვლილი მეუღლის, ნატაშა რიჩარდსონის დის კომენტარი. რამდენიმე დღის წინ პამელა ანდერსონმა გააზიარა ახალი ფოტოები კოლეგასთან ერთად, რომლებიც ფილმის პრემიერაზე იყო გადაღებული.
„შიშველი იარაღი საბოლოოდ კინოთეატრებშია!“, - თქვა ანდერსონმა. „მოიყვანეთ თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, საყვარლები... ვინც არ უნდა იყოს... უბრალოდ მობრძანდით და გაიცინეთ... შევხვდებით იქ!“ ამ პოსტის კომენტარებში ნატაშას უმცროსმა დამ, ჯოლი რიჩარდსონმა, მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადა წითელი გულების ემოჯების გამოქვეყნებით. ბევრმა მომხმარებელმა ეს ტკბილი ჟესტი ლიამის ახალი მიჯნურის მხარდაჭერად მიიჩნია.
ლიამ ნისონი ნატაშა რიჩარდსონზე 15 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. 2009 წელს ინგლისელი მსახიობი ტრაგიკულად დაიღუპა თხილამურებზე სრიალის დროს.
თუ ეს ჭორები დადასტურდა, პამელა ანდერსონის ცხოვრების ახალი ეტაპის ნამდვილი გვირგვინი იქნება. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში პამელა აქტიურად გამოდის ფილტრების და მაკიაჟის წინააღმდეგ და სრულიად მეიქაფის გარეშე ჩნდება საზოგადოებაში. ამბობს, რომ ასე ბევრად თავისუფალი გახდა. მისმა ახალმა იერმა მოდის ჟურნალები და რეჟისორებიც დააინტერესა და ამ ასაკში ბევრად უფრო მეტი აღიარება და პოპულარობა აქვს, ვიდრე თუნდაც იმ დროს, როცა ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და თამამი ქალის სტატუსი ჰქონდა.
პამელა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობს, ბოსტანი აქვს, ბაღს უვლის და თავად ამზადებს საკვებს. ამბობს, რომ წლებთან ერთად მსოფლმხედველობა შეეცვალა და ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს.
ძალიან იშვიათად ისვამს სახეზე რამეს და ისიც, მხოლოდ პომადას და მსუბუქ ტუშს.
ამბობს, რომ შვილებიც გვერდში უდგანან და პატივს სცემენ მის ახალ ცხოვრებას.