2025-2026 სასწავლო წლის ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია ცნობილია - მშობლები

ე.წ. უფასო ფაკულტეტების განახლებული სია ცნობილია

2025-08-05 15:58:24+04:00

2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.

იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოსბრძანება N 56/ნ.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით დალაგებულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.tsu.ge

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიwww.gtu.ge

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.iliauni.edu.ge

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.atsu.edu.ge

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.bsu.edu.ge

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.sou.edu.ge

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.tesau.edu.ge

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.sjuni.edu.ge

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიwww.gu.edu.ge

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიwww.zssu.ge

უფრო კონკრეტულად, ე.წ. უფასო პროგრამათა ჩამონათვალი ასეთია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ქართული ფილოლოგია
  • ისტორია
  • არქეოლოგია
  • ფილოსოფია
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • ეკონომიკა
  • სოციალური მუშაობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • მშენებლობა
  • ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
  • არქიტექტურა
  • მათემატიკა
  • საინჟინრო ფიზიკა
  • აგრარული ტექნოლოგიები
  • სასურსათო ტექნოლოგია
  • სატყეო საქმე
  • აგროინჟინერია
  • მეცხოველეობა
  • აგრონომია
  • ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია
  • ქიმია
  • მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
  • სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია
  • სამთო და გეოინჟინერია
  • საინჟინრო გეოდეზია
  • გეოლოგია
  • საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა
  • მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი
  • ბიოსამედიცინო ინჟინერია
  • მეტალურგია
  • მასალათმცოდნეობა
  • მევენახეობა და ენოლოგია
  • მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი
  • მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა
  • ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა
  • მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება
  • ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია
  • გარემოსდაცვითი ინჟინერია
  • ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები
  • ტრანსპორტი
  • ლოგისტიკა
  • საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
  • სამოქალაქო ინჟინერია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა
  • მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)
  • ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
  • სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

აკაკი წერეთლისსახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • არქეოლოგია
  • ისტორია
  • მათემატიკა
  • ბიოლოგია
  • ეკონომიკა
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება)
  • ელექტრული ინჟინერია
  • მშენებლობა
  • აგრონომია
  • სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგია და ექსპერტიზა
  • ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში
  • საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა
  • გერმანული ენა და ლიტერატურა
  • ფრანგული ენა და ლიტერატურა
  • ქიმია
  • ეკოლოგია
  • გეოგრაფია
  • გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია)
  • სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა
  • საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა
  • მოდის დიზაინი
  • ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები
  • გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია
  • სკოლამდელი განათლება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ისტორია
  • ქართული ფილოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • ეკონომიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • აგრონომია
  • ეკოლოგია
  • საჯარო მმართველობა
  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • ისტორია
  • ქართული ფილოლოგია
  • ბიოლოგია
  • სასურსათო ტექნოლოგია
  • აგრონომია
  • ეკონომიკა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ეკონომიკა
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • მშენებლობა
  • აგრარული ტექნოლოგიები
  • ქართული ფილოლოგია
  • ისტორია
  • ბიოლოგია
  • ქიმია
  • ფიზიკა
  • მათემატიკა
  • სკოლამდელი განათლება
  • არქეოლოგია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მათემატიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • ფიზიკა
  • ქართული ფილოლოგია
  • არქეოლოგია
  • ისტორია
  • აფხაზური ფილოლოგია
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • ეკონომიკა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ისტორია
  • ქართული ფილოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • საჯარო მმართველობა
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • სკოლამდელი განათლება
  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ქართული ფილოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • ისტორია
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
  • ბიოლოგია
  • ეკონომიკა
  • საჯარო მმართველობა
  • ინფორმატიკა

საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.