ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთევან ხატიაშვილი მესამე შვილს ელოდება. უკვე 37 კვირას გადაცდა და სამშობიაროსთვის ჩანთის ჩალაგებაც დაიწყო. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კი მეუღლესთან - სპორტსმენ და პარლამენტარ დავით კაჭარავასთან და ვაჟ ილიასთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოებს ფოტოგრაფი ნათია ღაჭავა აქვეყნებს ტექსტით: "ძალიან ემოციური, თან ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ფოტოები გამოგვივიდა".
ქეთის არც ერთი დღით არ შეუჩერებია ვარჯიში. სხვა ორსულებსაც გამუდმებით აძლევს რჩევებს ვარჯიშთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოგაკვეთილში სამ მთავარ რჩევაზე ისაუბრა:
"მოკლედ მინდა 3 რაღაც გირჩიოთ ორსულობაში...
ახლა 3 მთავარი რჩევა:
ივარჯიშეთ - იარეთ, იცურავეთ, იუთუბიდან გააკეთეთ ორსულების ვარჯიშები, ვისაც რის საშუალება გაქვთ. ეს საუკეთესოა, რაც ორსულობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და ნაყოფს.
შეაგროვეთ სამახსოვროთ ფოტოები - მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და აახლა ძალიან ვნანობ. 10-20 წელიწადში დათვალიერება ძალიან კაი იქნება.
იფრინეთ და იმოგზაურეთ სპეციალური ჩულქებით - ამაზე უკეთესი რჩევა არ მიმიღია. 6-საათიანი ფრენის შემდეგაც კი ფეხები არ მქონდა შეშუპებული და ვიყავი ბუმბულივით".
ქეთის უფროსი, 14 წლის ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - ანასტასია ვადაჭკორია, რომელიც წარმატებული მოცეკვავეა. უმცროსი ვაჟი ილია კი მეორე ქორწინებაში შეეძინა, სპორტსმენ და პოლიტიკოს დავით კაჭარავასთან.