ცნობილი ქართველი მოდელი ანა ახვლედიანი თავის ქალიშვილთან - ევასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოს ბევრი აღფრთოვანებული კომენტარი და მოწონება აქვს.
ანა და მისი მეუღლე - ასევე ყოფილი მოდელი გიგი ბერაია ერთ ქალიშვილს ზრდიან. გარკვეული პერიოდი გიგი არ ჩანდა ანას ფოტოებში და გამომწერებს შეკითხვები გაუჩნდათ, ფიქრობდნენ, რომ ცოლ-ქმარი დაშორდა. თუმცა ანამ მოგვიანებით საერთო ფოტოც გამოაქვეყნა და გამომწერებსაც უპასუხა: "ბევრი შეკითხვა მომდის ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დავშორებულვართ, უბრალოდ მას არ უყვარს ფოტოების გადაღება და არც მე ვაძალებ. დედას გეფიცებით, ასეა".
ლამაზ ევასთან ერთად კი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს.