გრიგორი ლეპსმა ბავშვი სცენიდან გადაადგო - სკანდალურ მომღერალს უჩივლეს (ვიდეო) - მშობლები

გრიგორი ლეპსმა ბავშვი სცენიდან გადაადგო - სკანდალურ მომღერალს უჩივლეს (ვიდეო)

2025-08-06 14:47:51+04:00

წარმოშობით ქართველი, რუსული ესტრადის ვარსკვლავი გრიგორი ლეპსის კვლავ სკანდალში გახევა. ამჯერად მომღერალმა სოჭი გამართული კონცერტის დროს, რომელზეც 63 წლის მომღერალმა ათასობით მაყურებელი შეკრიბა, უცებ უხეშად გადააგდო სცენიდან 16 წლის მაყურებელი, რომელიც ფოტოს გადასაღებად ავიდა.

შუა კონცერტისას აჟიტირებული პატარა მაყურებლები სცენაზე ავიდნენ. თავიდან ლეპსი ამას მოთმინებით ეკიდებოდა, პოზირებდა ბავშვებთან სელფებისთვის, ხელს ართმევდა, თუმცა მოგვიანებით ნერვებმა უმტყუნა. სწორედ ამ დროს შერჩა ხელში 16 წლის დანიელი. მისი თქმით, მას მხოლოდ სამახსოვრო ფოტო სურდა: დაინახა, რომ ლეპსი სხვებს უღიმოდა და გადაწყვიტა, რომ მასაც შეეძლო იგივე გაეკეთებინა. მოახერხა რამდენიმე ნაბიჯით მიახლოება, მაგრამ სრულიად განსხვავებული რეაქცია ხვდა. მომღერალმა მას მხარზე ხელი კრა, მერე კი ორივე ხელით ზურგზე უხეშად უბიძგა. ბიჭი ძლივს იდგა ფეხზე და სცენის კიდეს მიეჯახა...

ორგანიზატორების თქმით, ეს უკვე მეორე კონცერტი იყო ორი დღის განმავლობაში. ერთი დღით ადრე ლეპსი დონის როსტოვში გამოვიდა, სადაც მასაც მოუწია ზედმეტად დაჟინებულ გულშემატკივრებთან გამკლავება. „გრიგორი დაღლილია. როდესაც ხალხი სცენაზე ადის, ხელებს უჭერს, ეს ხელს უშლის მას მუშაობაში და რიტმიდან აგდებს“, - ამბობს ვარსკვლავის მენეჯერი.

დანიელის დამ, სვეტლანამ, გადაწყვიტა, სიტუაცია უყურადღებოდ არ დაეტოვებინა და პოლიციაში ოქმი შეიტანა, სადაც გამოძიება მოითხოვა. „ფული არ მჭირდება, მინდა, გრიგორიმ ბოდიში მოუხადოს ჩემს ძმას“, - თქვა მან.

სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყეს. ლეპსის ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს არტისტის რეაქცია იყო წესრიგის დარღვევაზე და სცენაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

გრიგორი ლეპსის კონცერტები დიდი ხანია ცნობილია არა მხოლოდ ძლიერი ვოკალითა და ენერგიით, არამედ იმ აღმაშფოთებელი მომენტებითაც, როდესაც არტისტი ემოციებს ვერ იკავებს. ბოლო წლებში მის ტურნეს ხშიორად ახლავს სკანდალები, ხან მთვრალი გამოდიუს სცენაზე, ხან ჟურნალისტებს ეუხეშება და ხან - გულშემატკივრებს.

63 წლის გრიგორი ლეპსისა და მისი 19 წლის რჩეულის ახალმა ფოტოებმა გამომწერები კიდევ ერთხელ აალაპარაკა