ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში დატრიალებულ ტრაგედიაზე "გურის ნიუსი" წერს:
"რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში.
დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ბიჭი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც ელექტროტრამვა მიიღო.
“გარდაცცალების მიზეზი არის მაღალი ძაბვა, მატარებელის ვაგონზე აძვრა ზემოთ და თავის მეგობრებს სთხოვა სურათი გადაეღოთ მისთვის. ხელები მაღლა ასწია, რა წამსაც მიიზიდა დენმა...”