ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ელდარ შენგელაიას პანაშვიდზე გამოჩნდნენ. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლებია მეგობრობს რეჟისორ გიორგი შენგელაიას ვაჟის, ნიკუშა შენგელაიას ოჯახთან. ნიკუშა შენგელაიას და ელდარ შენგელაიას მეუღლეს მათ პირადად მიუსამძიმრეს.
ფოტოებს ქართული ოცნების ფეისბუქგვერდი ავრცელებს შემდეგი ტექსტით:
"თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მეუღლემ, ეკატერინე ივანიშვილმა".