"ჯინსებით შევსულვარ ქაშუეთის ეკლესიაში და გამოვუგდივარ იქიდან მამაოს... იმდენი მქონია ცხოვრებაში ასეთი ტოქსიკური, სისტემისგან თავსმოხვეული შეზღუდვები, რომ პირიქით, ქალების გათავისუფლება მინდა..." - მარი ნაკანი - მშობლები

"ჯინსებით შევსულვარ ქაშუეთის ეკლესიაში და გამოვუგდივარ იქიდან მამაოს... იმდენი მქონია ცხოვრებაში ასეთი ტოქსიკური, სისტემისგან თავსმოხვეული შეზღუდვები, რომ პირიქით, ქალების გათავისუფლება მინდა..." - მარი ნაკანი

2025-08-07 20:21:27+04:00

ფოტოგრაფი და ორი შვილის დედა მარი ნაკანი ვიკა ბუკიას პოდკასტს სტუმრობდა იუთუბ-არხზე "მისმინე". ბევრ სხვა თემასთან ერთად, ასევე ისაუბრა ქალების თავისუფლებაზე და სექსუალურ რევოლუციაზე.

- ალექსანდრე პაიჭაძის შიშველი ფოტოები გადავიღე და დავდე, რომ მენახებინა, რა მშვენიერია ქალი, რა მშვენიერები ვართ და გამეთავისუფლებინა იმ ტაბუსგან, პოსტსაბჭოთა მარწუხებისგან, რომ ქალი უნდა ჩაკეტო, ჩარაზო, როლინგი ჩააცვა... ჩვენ ხომ არ გვქონდა უფლება ადრე, მით უმეტეს, დედებს და ბებიებს არ ჰქონდათ უფლება, რომ გამოეხატათ საკუთარი თავი, როგორც უნდოდათ. თუნდაც დეკოლტეთი. რადგან ეგრევე იყავი კახპა. მე ჯინსებში შევსულვარ ქაშუეთის ეკლესიაში და გამოვუგდივარ იქიდან მამაოს, ბავშვი, თინეიჯერი. რა იცი, რა ატირებს, რატომ მიდის ეკლესიაში, რა უფლებით უშვებ ტანსაცმლის გამო? მე იმდენი მქონია ცხოვრებაში ასეთი დამახინჯებული, ტოქსიკური, სისტემისგან თავსმოხვეული შეზღუდვები, რომ მე პირიქით, ქალების გათავისუფლება მინდა... მინდა ვუთხრა, რომ გოგოებო, ჩვენ მაგრები ვართ. იმიტომ კი არ ვართ მაგრები, რომ სექსუალურ ობიექტად ვხედავ. არამედ პირიქით, ულამაზესი არსებაა ქალი და როგორც უნდა, რანაირადაც უნდა, ისე უნდა გამოხატოს საკუთარი თავი...

მაშინ ოჯახურ კონფლიქტებს, დედამთილთან უთანხმოებებს და ნაადრევად დაქორწინების სირთულეებს გავდიოდი... მინდოდა, ჩემს პირველ ქმარს ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა... - მარი ნაკანი რთულ პერიოდსა და მეორედ დაქორწინებაზე
დედას მუცელში რომ იყავი, გელაპარაკებოდი და ძაან გელოდებოდი, სანამ გაჩნდებოდი... - მარი ნაკანის და მისი ქალიშვილების ემოციური ინტერვიუ, ცრემლების თანხლებით