"მთელი სანათესაო ჩართულია იმაში, რატომ არ ვაჩენ მეორე შვილს... მეზობელი შემოვა თუ ნათესავი მოვა, დედამთილი სულ ამაზე საუბრობს... "ერთი შვილის იმედზე როგორ უნდა იყო? ერთი შვილი არაფერია..." დავიღალე!!!" - მშობლები

"მთელი სანათესაო ჩართულია იმაში, რატომ არ ვაჩენ მეორე შვილს... მეზობელი შემოვა თუ ნათესავი მოვა, დედამთილი სულ ამაზე საუბრობს... "ერთი შვილის იმედზე როგორ უნდა იყო? ერთი შვილი არაფერია..." დავიღალე!!!"

2025-08-07 20:58:07+04:00

ჩვენი მკითხველების წერილების რუბრიკაში კიდევ ერთი ანონიმური წერილი ეხება ბევრისთვის შემაწუხებელ თემას - როცა ოჯახის წევრები თუ ახლობელ-ნათესავები პირად სივრცეს არღვევენ და ერევიან იმაში, რაც მხოლოდ წყვილის საქმეა:

"გამარჯობა, მინდა ერთ თემაზე დავწერო და მაინტერესებს მშობლების აზრი, რადგან უკვე ძალიან დავიღალე...

მოკლედ რამდენად ნორმალურია ის, რომ მთელი სანათესაო ჩართულია იმაში, რატომ არ ვაჩენ მეორე შვილს. შეუძლიათ დღეში 100-ჯერ იყოს ეს თემა სალაპარაკო, თუ რატომ არ ვაჩენ მეორეს, ერთი შვილის იმედზე როგორ უნდა ვიყო? ერთი შვილი არაფერია... და ეს მეორდება ყოველდღე...

მეზობელი შემოვა თუ ნათესავი მოვა, ჩემი დედამთილის საყვარელი თემაა და არიან ჩემს განკითხვაში, რატომ არ ვაჩენ...

ძალიან დამღალეს... 100-ჯერ ვუთხარი და ვერ გაიგეს, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტია.

მაინტერესებს, თქვენთანაც ამ დოზით ერევიან? არც მინდა უხეშად რამე ვუთხრა, მაგრამ უკვე ყველა ყელშია ამოსული და ვატყობ, ვივსები".

ნანა, 32 წლის