9 აგვისტოს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა, ზაფხულის ბოლო სავსე მთვარე... - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გლობალური ცვლილებები და რას მოგვიტანს ეს პერიოდი - მშობლები

9 აგვისტოს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა, ზაფხულის ბოლო სავსე მთვარე... - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გლობალური ცვლილებები და რას მოგვიტანს ეს პერიოდი

2025-08-08 10:53:55+04:00

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა.

9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო ჩვენგან გამბედაობასა და პასუხისმგებლობების აღებას მოითხოვს. ეს შინაგანი ტრანსფორმაციის, ღირებულებების გადაფასების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდია. ამიტომაც ასტროლოგები თითოეულ ადამიანს ურჩევენ, აღნიშნული დღის ენერგია გამოიყენონ.

გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, 9 აგვისტოს სავსე მთვარე ემოციებს გაამწვავებს და შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციაც შეგექმნათ. სხვების სიტყვები არასწორად გაიგოთ და კამათი დაიწყოთ. ამიტომ, ამ დღეს ჯობს, კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ. მომატებული ემოციური ფონის გამო შესაძლოა, ადამიანებს უსაფუძვლოდ აწყენინოთ და თავადაც ინფორმაცია არასწორად აღიქვათ.

აღსანიშნავია, რომ მერწყული, ვერძი, მორიელი და კურო სავსე მთვარის მაქსიმალურ გავლენას იგრძნობენ.

savse-mtvare-k-1754636263.jpg

პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი

9 აგვისტოს სავსე მთვარემ შესაძლოა, თქვენ შემთხვევაში, ზედმეტად ემოციური რეაქცია გამოიწვიოს და გარკვეული გეგმების ცვლილებებზე დაგაფიქროთ. ამ პერიოდში გაქვთ შანსი, ახალი მეგობრები და თანამოაზრეები იპოვოთ. კარგი დროა ახალ პროექტებზე ფიქრისთვის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და დამატებითი საქმის შესასწავლად, რაც სამომავლოდ ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ბევრი რამ, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, სამომავლოდ შესაძლოა, ზუსტად ისე განხორციელდეს, როგორც ფიქრობთ,

კურო

კარიერული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ამის მიზეზი უფროსებთან კონფლიქტი გახდეს. ბევრი სამსახურის შეცვლაზე ან საკუთარი ბიზნესის დაწყებაზეც კი იფიქრებს. ეს აუცილებლად გააკეთეთ! 9 აგვისტოს სავსე მთვარე ძალიან ძლიერ ენერგიას გაძლევთ და გეხმარებათ, რომ საკუთარი მიზნები განახორციელოთ.

ტყუპები

სწავლისადმი ინტერესის გაზრდა, ახალი ჰორიზონტები, ახალი ინფორმაცია და თანამშრომლობა გელით. 9 აგვისტოს სავსე მთვარე საშუალებას მოგცემთ, გარედან შეხედოთ თქვენს ცხოვრებას, გადახედოთ ზოგიერთ სიტუაციას, არსებული მიღწევები შეაფასოთ და სამომავლოდ თავიდან აირიდოთ ის შეცდომები, რომლებიც წარსულში დაუშვით.

savse-mtvare-2-1754636279.jpg

კირჩხიბი

9 აგვისტოს სავსე მთვარე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ თქვენი ინტუიცია და წინათგრძნობის უნარი იმაზე ძლიერია, ვიდრე ფიქრობდით... თუკი აქამდე ემოციურ არასტაბილურობასა და გაურკვევლობას გრძნობდით, ეს რთული პერიოდი ახლა დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში აღმავლობის ეტაპი დაიწყება.

ლომი

ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. თქვენი პოზიციის დაცვა მოგიწევთ. საკითხი განსაკუთრებით ნდობას შეეხება. 9 აგვისტოს სავსე მთვარე სწორედ ადამიანებთან ურთიერთობების თვალსაზრისით დაგაფიქრებთ. შესაძლოა, ბევრი რამ განსხვავებულად დაინახოთ და პრიორიტეტების ცვლილებებზეც იფიქროთ.

ქალწული

9 აგვისტოს სავსე მთვარე გავლენს თქვენს სამუშაო გრაფიკსა და ჯანმრთელობაზე მოახდენს. თუ თქვენი სამსახური სტრესთან არის დაკავშირებული, შესაძლოა თქვენი ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდეს. მოუსმინეთ საკუთარ თავს და ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ეს პერიოდი პირად სივრცესა და საქმეს შორის ბალანსის აუცილებლობაზე დაგაფიქრებთ.

savse-mtvare-3-1754636295.jpg

სასწორი

9 აგვისტოს სავსე მთვარე სასიყვარულო სფეროზე ძლიერ გავლენას მოახდენს. მარტოხელა სასწორები შესაძლოა, საბოლოოდ შეხვდნენ იმ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, უცდიან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ურთიერთობა თქვენთვის გაკვეთილი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება. ხოლო, ვინც წყვილშია, შესაძლოა, ერთგვარი გამოცდის წინაშე დადგნენ და საბოლოოდ მოუწიოთ იმ საკითხის გადაჭრა, რაც დიდი ხანია, მათ ურთიერთობას ხელს უშლის.

მორიელი

ქონებრივი საკითხები, ასევე ახლობლებთან ურთიერთობის თემა განსაკუთრებით გააქტიურდება.თუ მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ახლა დროა, ეს უთანხმოება საბოლოოდ მოაგვაროთ. დაუკავშირდით საყვარელ დამიანებს. მათთან კომუნიკაცია, მათი მხარდაჭერა მოტივაციას აგიმაღლებთ.

მშვილდოსანი

9 აგვისტოს სავსე მთვარე გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მნიშვნელოვან ეტაპს გაივლით. ამ დროს შეიძლება საბედისწერო ვუწოდოთ. მაგრამ, შეთანხმებები შესაძლოა, ჩაიშალოს მაშინ, თუ ზედმეტად ამბიციური იქნებით. ამიტომ, ურთიერთობებში ბალანსს ნუ დაივიწყებთ.

savse-mtvare-6-1754636319.jpg

თხის რქა

9 აგვისტოს სავსე მთვარე ფინანსურ საკითხებს გაააქტიურებს და გაჩვენებთ, როგორ უნდა დაგეგმოთ სამომავლო პერიოდი ისე, რომ ფინანსური დანაკარგები თავიდან აირიდოთ და გეგმები ისე განახორციელოთ, რომ სპონტანურ ცვლილებებზე არ იფიქროთ.

მერწყული

ეს არის პერიოდი, როდესაც არსებული მიღწევები უნდა შეაფასოთ და საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ, რისი გაკეთება გსურთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ თავსა და სურვილებზე კონცენტრირდეთ და ენერგია სხვა ადამიანებზე არ დახარჯოთ.

თევზები

9 აგვისტოს მნიშვნელოვან მინიშნებებს მიიღებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებული ყურადღება სიზმრებს უნდა მიაქციოთ. ბევრი ინფორმაცია მოგვიანებით ღირებული აღმოჩნდება. საკუთარ გეგმებზე იფიქრეთ. ნუ დახარჯავთ ენერგიას კამათში.

ამ პერიოდის ამოცანები:

  • მშობლებთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემების და საცხოვრებლის საკითხების მოგვარება.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ოჯახისა და სიყვარულის თემა - ყურადღება მიაქციეთ თქვენს ახლობლებს.
  • 9 აგვისტოს სავსე მთვარე საკუთარი თავის სიყვარულზეა ფოკუსირებული. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: ვინ ხართ სინამდვილეში, რას გრძნობთ, ვის უყვარხართ? ვინ გსურთ, გახდეთ? პასუხები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.