ზღვის კურორტებზე ნალექიანმა ამინდმა ბევრ დამსვენებელს პრობლემა შეუქმნა და მათი ნაწილი შვებულების გეგმის მიხედვით გატარებას ვეღარ ახერხებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა,ხათუნა ქოქოსაძემ გვითხრა, ნალექიანი ამინდი სანაპირო რაიონებში კიდევ 3 დღე გაგრძელდება. შემდეგ კი გამოიდარებს:
"დღეს, 8 აგვისტოს, სანაპირო რაიონებში იწვიმებს და ნალექიანი ამინდები 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 9 აგვისტოს ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, ზღვაზე, 4-5-ბალიანი შტორმული ღელვით. ტემპერატურაც დაიკლებს. დღეს და ხვალ, დაახლოებით, +26, +27 გრადუსამდე იქნება. 10 აგვისტოს +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 11 აგვისტოდან ტემპერატურა მოიმატებს და 18 აგვისტომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, 12 აგვისტოს შესაძლოა, ქარიანი ამინდი იყოს.
10, 12, 13 აგვისტოს უმეტესად დასავლეთ საქართველოში და ასევე, აღმოსავლეთ საქართველოშიც დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. 13 აგვისტოდან გამოიდარებს.
კოლხეთის დაბლობზე 8-10 აგვისტოს განმავლობაში +27, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 11 აგვისტოდან +29, +30 გრადუსამდე იქნება. 14 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით +34, +35 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მაღალი ტემპერატურა, +37, +38 გრადუსია მოსალოდნელი. შემდეგ დღეებში ტემპერატურა შემცირდება და, მომდევნო კვირის განმავლობაში დაახლოებით, +33, +34 გრადუსამდე, მაქსიმუმ, +35 გრადუსამდე იქნება. ეს ეხება თბილისსაც." - გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.
თამარ იაკობაშვილი