2025-2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია ოფიციალურად უქმე დღეები, რა დროსაც მოსწავლეებიც დაისვენებენ:
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საგაზაფხულო არდადეგები კი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად,სააღდგომო დღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე.შესაბამისად, მოსწავლეები 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
თამარ იაკობაშვილი