"ზურა წლები საფრანგეთში ცხოვრობდა, სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა... სწორედ იქ მოკლა თანასოფლელმა, რომელსაც ძა­ლი­ან ცუდი სიმ­თვრა­ლე აქვს..." - რას ჰყვებიან ქარელში მომხდარ მკვლელობაზე - მშობლები

"ზურა წლები საფრანგეთში ცხოვრობდა, სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა... სწორედ იქ მოკლა თანასოფლელმა, რომელსაც ძა­ლი­ან ცუდი სიმ­თვრა­ლე აქვს..." - რას ჰყვებიან ქარელში მომხდარ მკვლელობაზე

2025-08-08 14:06:08+04:00

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მერის წარმომადგენლის ძმაა.

დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე გადაყვანილია კლინიკაში.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ზურა იმერლიშვილი სიდედრის ორმოცზე იმყოფებოდა, როცა შემთხვევა მოხდა.

ბებნისელები გვიყვებიან, რომ იმერლიშვილი 8 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ახლა სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ პირს, თანასოფლელები ჰყვებიან, რომ ის ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიული ხდებოდა ადამიანების მიმართ.

"ზურა 8 წელი საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა. ორმოცზე იმყოფებოდა თავისი თანასოფლელიც, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. ამ ადამიანს ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიას ავლენდა ადამიანების მიმართ. აუხირდა ზურას. შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა" - გვიყვებიან ბებნისელები. განაგრძეთ კითხვა