"ჩემი შუ და ეკლერი..." - 46 წლის თეონა ცირამუას ოჯახური ბედნიერება - მშობლები

"ჩემი შუ და ეკლერი..." - 46 წლის თეონა ცირამუას ოჯახური ბედნიერება

2025-08-08 19:39:11+04:00
გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, 46 წლის თეონა ცირამუა რამდენიმე თვის წინ გახდა დედა. მას და მის მეუღლეს გოჩა ჭანტურიას ხუთწლიანი მოლოდინის შემდეგ ტყუპი შეეძინათ. გოგონებს კირა და თუთა დაარქვეს.
თეონა ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში გოგონების ფოტოებს და ხუმრობით მათ შუს და ეკლესაც უწოდებს.
516395896-30973192118946073-5220875363596838909-n-1754667814.jpg
528344436-31384107114521236-6367068013617150395-n-1754667815.jpg528726599-31436628479269099-898293082601628183-n-1754667815.jpg526826623-31356229843975630-5381927589350153337-n-1754667814.jpg
515493413-31355923350672946-5675808785455433957-n-1754667814.jpg
ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თეონა ამბობდა:

"ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა ტყუპის დაბადების შემდეგ.. მე და გოჩამ გადავწყვიტეთ, 6 თვემდე ორივე ვიყოთ სრულად ბავშვებთან, დეკრეტიც 6 თვით ავიღე და მთლიანად ვართ ჩართული ორივე მათ აღზრდაში. მე თუ სადმე გავდივარ უცებ საქმეზე, არ მინდა, რომ გუნდის საქმეებს ჩამოვშორდე, გოჩა იტოვებს ორივეს. აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. თუთა ნაკლებად მტირალაა და თითქოს ესმის, რომ ელაპარაკები. კირა მტირალაა... მათი დაბადების შემდეგ ცხოვრების აზრი შეიცვალა, ეს არის მთავარი... გაჩნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მეშინია კიდეც ამ პასუხისმგებლობის. შენ ხარ პასუხისმგებელი, რა გზაზე დადგება შენი შვილი... რთული ყოფილა. როგორც კი გაჩნდნენ ბავშვები, გაჩნდა კარგი სადარდებელი... ხუთწლიანი მოლოდინი გვქონდა, მქონდა გარე ორსულობები, ცოტა ვიწვალეთ და გაჩნდა ტყუპი... ჯერ ერთზე ვოცნებობდი და უცებ ექოსკოპიაზე ორი წერტილი რომ დავინახე... სიხარულთან ერთად შემეშინდა კიდეც... მერე დავინახე ბევრი პლუსი, პირველ რიგში ის, რომ დებს ეყოლებათ ერთმანეთი და ჩვენს წვალებად ღირს ეს..."