ნინო ცქიტიშვილის ფოტოებს ხშირად მოჰყვება აღტაცებული კომენტარები. ყოფილი მოდელი, სამოდელო სააგენტოს მფლობელი და 4 შვილის დედა შესანიშნავად გამოიყურება. ამჯერად ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც მისი ორი მოდელი ქალიშვილია, კალათბურთელი ვაჟი, ნაბოლარა და მეუღლე - ყოფილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.
ფოტოებს საკმაოდ ბევრი დადებითი კომენტარი და მოწონება მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ ვატო ნაცვლიშვილი იუბილარი იყო და ცნობილმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში მიულოცა:
"ამდენი რამის დაწერა ვცადე... მაგრამ როგორ გადმოვცე მთელი ცხოვრება, სავსე სიყვარულით, თავგანწირვითა და ძალით, რამდენიმე სიტყვით? შენ იყავი ჩემი მეგზური, ჩემი მფარველი და ჩემი უსაფრთხო თავშესაფარი. გილოცავ 50 წლის იუბილეს, მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარ. მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით გადმოცემა შეიძლება".