კიმ კარდაშიანი ბიანკა ცენსორის მკაცრს მოთხოვნებს უყენებს: "ჩაერია, რადგან ბავშვმა შიშველი ბიანკა დახატა" - მშობლები

კიმ კარდაშიანი ბიანკა ცენსორის მკაცრს მოთხოვნებს უყენებს: "ჩაერია, რადგან ბავშვმა შიშველი ბიანკა დახატა"

2025-08-09 19:41:32+04:00

კიმ კარდაშიანი მზად არის, რომ მისი და კანიე უესტის შვილები თავისუფლად ურთიერთობდნენ რეპერის ამჟამინდელ მეუღლესთან, ბიანკა ცენსორისთან. თუმცა, ვარსკვლავი მკაცრად მოითხოვს, რომ ბიანკამ ბავშვებთან ყოფნის დროს თავისი ღია და პროვოკაციული ჩაცმის სტილისგან თავი შეიკაოს.

ბოლო პერიოდში ლოს-ანჯელესში ბიანკა შავი ტოპით შენიშნეს, როცა ის კანიეს შვილებთან ერთად სეირნობდა. მის გვერდით იყო ჩიკაგო, რომელიც ასევე შავ სამოსში იყო გამოწყობილი.

მედიის ცნობით, ბიანკა შეეცადა დაეცვა კიმის მოთხოვნები, რადგან კარდაშიანი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ მისი შვილები მამის მეუღლესთან ერთად ზედმეტად გამომწვევ გარემოში იყვნენ. კიმმა განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა შემთხვევა, როცა ბიანკა ნორტთან ერთად ღია ტოპით გამოჩნდა, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია. საბოლოოდ ნორტმა ბიანკა შიშველი დახატა, რის შემდეგაც კიმმა გადაწყვიტა, რომ სიტუაცია ასე აღარ უნდა გაგრძელებულიყო.

400x600-1-037327c444cdce764b2ff3d4a14b18ab1244x1866-0xjaeg5mab-2655788231087870241-1754755021.jpg

კარდაშიანმა ასევე წამოაყენა სხვა პირობებიც:

ბავშვებს ნაკლებად მისცენ ტკბილეული, რადგან ზედმეტი შაქარი მათ ზედმეტად აღაგზნებს.

მკაცრად დაიცვან ძილის რეჟიმი, მათ შორის მამის სახლში ყოფნის დროსაც.

გაკონტროლდეს დრო, რომელსაც ისინი ატარებენ ტელეფონებსა და პლანშეტებში, და შეიზღუდოს მათი წვდომა არასასურველ საიტებზე.

„კიმი ძალიან მკაცრია შვილებთან და არ უნდა, ეგონოთ, თითქოს ყველაფერი შეუძლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ დედინაცვალთან არიან“, – ამბობს წყარო.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ კარდაშიანი კანიეს მშობლის უფლების ჩამორთმევით ემუქრებოდა, ახლა ბავშვები ისევ სტუმრობენ მამის სახლს. კონფლიქტი მას შემდეგ გაღვივდა, რაც უესტმა ჩუმად გამოაქვეყნა სიმღერა, სადაც ნორტის ხმა და პი დიდის კადრები იყო გამოყენებული. (ამ უკანასკნელს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულებში სდებენ ბრალს). კიმმა სასამართლოს მიმართა, რათა რელიზი აეკრძალათ, თუმცა კანიემ მაინც გამოაქვეყნა კომპოზიცია.

კარდაშიანმა ამ ქმედებას „ღალატი“ უწოდა და იურიდიული პროცესის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა უესტი ამტკიცებდა, რომ ყოფილი მეუღლე მას შვილებთან შეხვედრას უზღუდავს და მათი ურთიერთობა „ციხის ვიზიტებს“ ჰგავს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ აძლევენ უფლებას, მონაწილეობა მიიღოს შვილების ცხოვრებაში.

400x600-1-ada0ff871c7cb4273ce6dd8ef7c49c032200x3300-0x46yz0nad-3912984926426276720-1754755042.jpg

კანიე ასევე ამტკიცებდა, რომ კიმი ნორტს სოციალურ ქსელებში „გამოსაჩენად იყენებს“ და ოფიციალურად მოსთხოვა, აღარ გამოაქვეყნოს ბავშვების ფოტოები და ვიდეოები. კარდაშიანი კი ამბობს, რომ არ აპირებს ნორტის შეზღუდვას, რადგან ეს მისი შემოქმედებითი გამოხატვის ფორმაა.

მიუხედავად დაპირისპირებისა, ცნობილი წყვილი ხშირად ახერხებს შვილების ერთობლივ აღზრდაზე შეთანხმებას. კიმი არ უკრძალავს ბავშვებს მამასთან ერთად მოგზაურობას, თუმცა მკაცრად წინააღმდეგია მათი ღამის წვეულებებზე წაყვანის. როგორც ჩანს, ახლა ყოფილი ცოლ-ქმარი ისევ მზადაა, რომ შვილები ერთად და თანხმობით აღზარდონ.