სალომე გოგიაშვილის პასუხი აგორებულ სკანდალზე - „მეგობარი მინგრევდა 15 წლის ოჯახს... ბავშვს პანიკური შეტევა დაეწყო, მამა მიგვატოვებსო?" - მშობლები

სალომე გოგიაშვილის პასუხი აგორებულ სკანდალზე - „მეგობარი მინგრევდა 15 წლის ოჯახს... ბავშვს პანიკური შეტევა დაეწყო, მამა მიგვატოვებსო?"

2025-08-10 23:15:59+04:00

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება სალომე გოგიაშვილის, მისი ქმრის ვახო ნიკოლაიშვილის და ლიკა შენგელიას სასიყვარულო სამკუთხედი და ქალების ფიზიკური ჩხუბის შესახებ გავრცელებული ამბავი.

ამდენ მითქმა-მოთქმაში ცოტა რთული გასარჩევი გახდა, რა მოხდა, ვინ ვის მიუვარდა და ვინ ვის ართმევდა ქმარს, მაგრამ დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ლიკა შენგელიამ თავად გამოაქვეყნა სტატუსი და ფოტოები, რომლის თანახმადაც არწმუნებს საზოგადოებას, რომ სალომე გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. ამ თემას დღეს უამრავი სტატუსი მიეძღვნა, თუმცა, დღის ბოლოს გამოჩნდა საკმაოდ აღელვებული სალომე გოგიაშვილის ვიდეო, რომელიც მადლობას უხდის თავის ქმარს ერთად გატარებული წლებისთვის, უარყოფს ლიკა შენგელიაზე ფიზიკური თავდასხმის ბრალდებას და ამბობს, რომ მას სასამართლოში უჩივის. ამასთანავე, სალომე სოციალური ქსელის გამომწერებს არწმუნებს, რომ აქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებს და ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, როგორიც შვილებია. აღმოჩნდა, რომ ბავშვები მანამდეც საქმის კურსში ყოფილან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სანამ ეს ყველაფერი გასაჯაროვდებოდა. სწორედ მისი შვილის იკას ვიდეოს ურთავს სალომე, და მისი თქმით, პანიკური შეტევებიც კი ჰქონდა ბავშვს შექმნილი მდგომარეობის გამო, აღელვებული იძახდა, მამა ხომა მიგვატოვებსო.

თეკლა ჟვანია