თოდუას კლინიკის დერმატოლოგ თამთა ბაკურაძის რჩევები: ზაფხულის მზე და კანის დაცვა - პიგმენტური ლაქების, ხალების და მელანომის ადრეული დიაგნოსტირების თანამედროვე გზები - მშობლები

თოდუას კლინიკის დერმატოლოგ თამთა ბაკურაძის რჩევები: ზაფხულის მზე და კანის დაცვა - პიგმენტური ლაქების, ხალების და მელანომის ადრეული დიაგნოსტირების თანამედროვე გზები

2025-08-11 12:55:55+04:00

ზაფხული და ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე ნებისმიერ ასაკში კანის განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას მოითხოვს - ის არა მხოლოდ წითელ შეფერილობას და დროებით უსიამოვნებას, არამედ რიგ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება. ასეთი შეიძლება იყოს პიგმენტური ლაქები, ნაადრევი დაბერება, კანის გამოშრობა და ელასტიურობის დაკარგვა, ან კიდევ უფრო საშიში დაავადებები, მათ შორის მელანომა - კანის კიბო. მიზეზი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაა, რომელიც მელანინის ზედმეტ გამომუშავებას იწვევს. შედეგად ვიღებთ ჰიპერპიგმენტაციას და კანის უჯრედული დნმ- ის დაზიანებას, რაც მუტაციების რისკს ზრდის. როგორ დავიცვათ კანი ზაფხულის პირობებში და პრობლემების დროულად აღმოჩენის კუთხით რამდენად დიდი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს - რჩევებსა და გამოცდილებას თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის დერმატოლოგი, თამთა ბაკურაძე გვიზიარებს:

– რა ტიპის პიგმენტური ცვლილებებია ყველაზე გავრცელებული პაციენტებში და რა იწვევს მათ განვითარებას?

პიგმენტაციის დარღვევებს შორის პაციენტებში ყველაზე ხშირად გავრცელებულია ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაცია. მათ განვითარებას ხელს უწყობს მზის ზემოქმედება, კანის ანთებითი დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი და ასევე ზოგიერთი კოსმეტიკური ან სამკურნალო საშუალება. ასაკის მატებასთან ერთად კანზე ბუნებრივად ჩნდება ჰიპერ- და ჰიპოპიგმენტური უბნები.

– როგორ განვასხვაოთ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქა პოტენციურად საშიში ხალისგან?

მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება სპეციალისტმა განახორციელოს. ხალის შემთხვევაშიმელანოციტებიგანლაგებულია ჯგუფურად და შესაძლოა წამოწეული იყოს კანის დონეზე , ფერი კი მერყეობდეს ღია ყავისფრიდან ლურჯამდე. შეფასება ხდება პირველ ეტაპზე ვიზუალური დათვალიერებით ABCDE წესით: A – ასიმეტრია, B – საზღვრების თანაბრობა, C – შეფერილობა, D – დიამეტრი, E – ფორმის, ზომისა და ფერის ცვლილებები. შემდეგ კი ტარდება დერმოსკოპიული გამოკვლევა.

– რა ტექნოლოგიებს იყენებთ თოდუას კლინიკაში ხალებისა და პიგმენტური ლაქების დიაგნოსტირებისთვის?

თოდუას კლინიკაშიაქტიურად გამოიყენება ციფრული დერმოსკოპი DermoScan-ი, რომელიც იძლევა როგორც ინდივიდუალური ხალის, ისე მთლიანი სხეულის სკანირების საშუალებას. დანერგილი გვაქვს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა, მისი დახმარებით უფრო ზუსტ შეფასებას ვიღებთ, ხოლო ფოტოარქივის შექმნა გვაძლევს შესაძლებლობას ცვლილებებს დინამიკაში დავაკვირდეთ.

– როგორ უწყობს ფოტოარქივი ხელს ადრეულ დიაგნოსტირებას?

DermoScan გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ციფრული ფოტოარქივი და დროთა განმავლობაში დავაკვირდეთ ხალის ან ლაქის ევოლუციას. ეს ექიმს შესაძლებლობას უქმნის დროულად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და რისკები ადრეულ დონეზე იყოს აღმოჩენილი.

– რამდენად ხშირად არის საჭირო შემოწმება და როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ დერმატოლოგს?

დერმატოლოგთან ვიზიტი ყოველ 6-12 თვეშია რეკომენდებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვითდათვალიერება — პაციენტი უნდა დააკვირდეს საკუთარ ხალებს და ნებისმიერი ცვლილების (ABCDE კრიტერიუმების მიხედვით) შემთხვევაში მიმართოს სპეციალისტს.

– რას გვაძლევს ციფრული დერმოსკოპია, რაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია?

შეუიარაღებელი თვალით ხალის ყველა მახასიათებლის ზუსტად შეფასება ხშირად რთულია. ციფრული დერმოსკოპი კი გვაძლევს დეტალურ გამოსახულებას, რაც ექიმს ეხმარება სწორი დიაგნოზის დასმაში და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გიზიარებთ ზაფხულის სეზონზე კანის მოვლის ძირითად რჩევებს:

  • ზაფხულში კანის მოვლის მთავარი მიზანი არისმზისგან დაცვა, დატენიანება და გაღიზიანების პრევენცია.
  • სასურველია ყოველდღიურად SPF- ის გამოყენება . დაიტანეთ მზეზე გასვლამდე 20–30 წუთით ადრე და განაახლეთ ყოველ 2 საათში ერთხელ ან სველი/ოფლიანი კანის შემდეგ.
  • სასურველია შეზღუდოთ მზეზე პიკი საათებში ყოფნა – 11:00–16:00 საათის განმავლობაში მზის ულტრაიისფერი სხივები ყველაზე ძლიერია.
  • სასურველია კანის რეგულარული დატენიანება – მზის, ქარისა და ზღვის წყლის შემდეგ გამოიყენე დამამშვიდებელი და ტენიანების შემავსებელი ლოსიონები ან გელები
  • აუცილებელია სიფრთხილე სკრაბებთან და პილინგებთან – მზის ინტენსიური პერიოდში უხეშმა გამოყენებამ შეიძლება გააღიზიანოს კანი და გაზარდოს პიგმენტაციის რისკი.
  • სწორი კვება და ჰიდრატაცია – სვით საკმარისი წყალი და მიირთვით ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები .
  • და ბოლოს თვითდათვალიერება – აკონტროლეთ ხალები და პიგმენტური ლაქები ABCDE წესით და ნებისმიერი ცვლილებისას დროულად მიმართეთ დერმატოლოგს.

R