"ჩავინიშნოთ 12, 13, 14 აგვისტო" - რამდენ ხანს გაგრძელდება გრილი ამინდები და როგორი ამინდი იქნება ზღვისპირეთში - მშობლები

"ჩავინიშნოთ 12, 13, 14 აგვისტო" - რამდენ ხანს გაგრძელდება გრილი ამინდები და როგორი ამინდი იქნება ზღვისპირეთში

2025-08-11 18:48:45+04:00

დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. სანაპირო რაიონებში, ბათუმში 28-30 გრადუსი შენარჩუნდება. მაგრამ ჩავინიშნოთ - 12, 13 14 აგვისტოს დღის ბოლოს ველოდებით ხანმოკლე ხასიათის წვიმას. მთელი დღე გაბმული წვიმა არ არის მოსალდნელი. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში ტემპერატურა +26+31 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 12 და 13 აგვისტოს, როგორც დაბლობ, ისე სანაპიო რაიონებში ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექებით.

აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდება ტემპერატურის კლება. 12 აგვისტოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლიებელია ძლიერი, ელჭექით და თან ახლდეს ქარის გაძლიერება სეტყვასთან ერთად. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27+32 გრადუსამდეა მოსალოდნელი ბარში. მთიან რეგიონებში +24+29 გრადუსი, მაღალ მთაში +18+22 გრადუსი.

11 აგვისტოს დღის ბოლოდან 12 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე დედაქალაქში იწვიმებს. დღის ბოლოს გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ეს ხელს შეუწყობს, რომ წვიმა შეწყდეს. ჰაერის ტემპერატურა +28+30 გრადუსია მოსალოდნელი.

იხილეთ ვიდეო