აფხაზეთიდან დევნილი, 15 წლის ალექსანდრე ქარდავა გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. მისი დიაგნოზია ჰემანგიომა ნებისმიერი ლოკალიზაციის, სხეულის სხვადასხვა ადგილზე სიმსივნური წარმონაქმნებით, მათ შორის, ყელის არეში, სასუნთქ გზებზე და სახეზე, რაც სიცოცხლისთვის საშიშია და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
ალექსანდრეს ჩაუტარდა სკლეროთერაპიები, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა.
ამ ეტაპზე საჭიროებს ელექტრო სკლეროთერაპიას ბლეომიცინით, რაც უნდა გაუკეთდეს საბერძნეთში. მკურნალობის საფასური 21 000 ევროა, რომლის ნაწილს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს, ნაწილის (დაახლოებით 10 000 დოლარი) შესავსებლად ალექსანდრეს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს, ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა.
პაციენტის ვიზიტი და მკურნალობა საბერძნეთში 15 სექტემბერს არის ჩანიშნული. ძალიან ცოტა დროა, ამიტომ გთხოვთ, ნუ გადავდებთ და დავეხმაროთ ალექსანდრეს გამოჯანმრთელებაში. ეს თქვენს გარეშე ვერ მოხერხდება!
1 ლარიც მნიშვნელოვანია!
ერთად დავდგეთ ალექსანდრეს გადასარჩენად!
GE39BG0000000537854438
GE07TB7498545061600020
მიმღები: ლანა გოგოხია, დედა