5 შვილი, 3 შვილიშვილი და წარმატებული სამოდელო კარიერა: ლიკა შენგელიას ორი ქორწინება და ცხოვრება ეკრანს მიღმა - მშობლები

5 შვილი, 3 შვილიშვილი და წარმატებული სამოდელო კარიერა: ლიკა შენგელიას ორი ქორწინება და ცხოვრება ეკრანს მიღმა

2025-08-11 20:20:23+04:00

ლიკა შენგელიას სახელსა და გვარს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართულ მედიასა თუ სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით - მას და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს შორის არსებულმა კონფლიქტმა სერიოზული სახე მიიღო: ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრეს. ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან.

"დედა წარმატებული მოდელი იყო, მაგრამ იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. "ფორდის" სააგენტოდანაც ჰქონდა მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და მოდელობას თავი დაანება", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი.

ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.

განაგრძეთ კითხვა