“მე ვთქვი დიახ! თანახმა ვარ ამ, და ყველა მომდევნო ცხოვრებაში,“ - ამის შესახებ “ინსტაგრამზე“ ესპანელმა მოდელმა,ჯორჯინა როდრიგესმადაწერა და თავის რამდენიმე მილიონ გამომწერს ამაღელვებელი ფოტო გაუზიარა.
როგორც ჩანს, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმაკრიშტიანუ რონალდუმთავის საყვარელ ქალს ხელი ოფიციალურად სთხოვა და მალე მათი საქორწინო სამზადისიც მალე დაიწყება.
ჯორჯინამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს და რჩეულს სიყვარულს საჯაროდ უხსნის:
“თანახმა ვარ ამ და ყველა მომდევნო ცხოვრებაში,“ - წერს ჯორჯინა. მას გულშემატკივრები ულოცავენ და წყვილს ბედნიერებას უსურვებენ.
სასიხარულო სიახლის შესახებ წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
“ქრისტიანო რონალდომ მის სიყვარულს, ჯორჯინას ხელი სთხოვა“, - წერს ფაბრიციო რომანო და იმ მილიონობით ადამინს უერთდება, ვინც ცნობილ წყვილს სიახლეს ულოცავს.