გასულ ღამეს, საქართველოს რიგ რეგიონებში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობა შეაშფოთა. ფაქტია, რომ ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე უეცარმა აცივებამ და ნალექმა ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეაშფოთა. მაშ, ასე: რა გელოდება 12-14 აგვისტოს?
საქართველოში საკმაოდ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ცხელ დღეებს ცალკეულ რაიონებში წვიმა და ელჭექი შეცვლის, ზოგან კი სეტყვა და ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა 13-14 აგვისტო უმეტესად უნალექო იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, რაც ზღვაზე დასვენებისთვის კომფორტულ პირობებს ქმნის.
დასავლეთის დაბლობში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი) 12 აგვისტოს გაწვიმდება, მაგრამ 13-14 აგვისტოს მხოლოდ ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში (ამბროლაური, შოვი, მესტია, ბახმარო) 12 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით. მომდევნო დღეებში წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი. ტემპერატურა მთაში +26, +30 გრადუსამდე გათბება.