ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ტელესახენინო თოლორდავაზაფხულის ცხელ დღეებს ოჯახთან ერთად ევროპაში ატარებს. ის მეუღლესთან, ორ ვაჟთან და მეგობრებთან ერთად იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობს. ნინო თოლორდავამ ფოტოები პატარა თადა ერეკლესთან ერთადაც გამოაქვეყნა. თადა ერეკლე ნინოსა და მისი მეუღლის ნანატრი შვილია, რის შესახებაც ტელეწამყვანს არაერთხელ უსაუბრია.
ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ცოტა ხნის წინ სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა. ჩემი უფროსი შვილი დღეს გახდა 24 წლის და კიდევ ვხდები დედა", - ამბობდა ის.
ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა. მას ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს.
"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა. განაგრძეთ კითხვა