მონიკა ბელუჩის უმცროს ქალიშვილს სოცქსელებში აკრიტიკებენ - „15 წლისაა და უკვე 25 წლის გოგოსავით იქცევა“, "„სად არიან მშობლები?" - მშობლები

მონიკა ბელუჩის უმცროს ქალიშვილს სოცქსელებში აკრიტიკებენ - „15 წლისაა და უკვე 25 წლის გოგოსავით იქცევა“, "„სად არიან მშობლები?"

2025-08-13 10:20:05+04:00

ინტერნეტში კვლავ განიხილავენ მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 15 წლის ქალიშვილ ლეონის TikTok ვიდეოებს. ლეონი დიდი ხანია TikTok-ზე ვიდეოებს აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯარო ცხოვრებას გაურბოდა აქამდე და უფროსი დისგან - დევასგან განსხვავებით, ღონისძიებებზეც არ ჩნდებოდა მშობლებთან ერთად.

ვიდეოებს ბევრი აღფრთოვანებული კომენტარი მოჰყვება: „მას საუკეთესო გენები აქვს“, „გოგონა გაიზარდა და ისეთივე ლამაზი გახდა, როგორც დედამისი“, „მას სასწრაფოდ სჭირდება სამოდელო სააგენტოში განაცხადის შეტანა“. თუმცა კრიტიკა უფრო მეტია, რადგან მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ ლეონი ასაკზე ბევრად უფროსად გამოიყურება. „15 წლისაა და უკვე 25 წლის გოგოსავით იქცევა“, „ეს თინეიჯერული მოდა არ არის, არამედ მცდელობა, უფროსად გამოიყურებოდეს“, „სად არიან მშობლები? რატომ აძლევენ ამის გაკეთების უფლებას? მისი დედა ელეგანტურობის განსახიერება იყო, რატომ არ მიიღო ლეონიმ ეს მემკვიდრეობით? ვერასდროს გავიგებ, რატომ სურთ ახალგაზრდა გოგონებს, ზრდასრულებივით გამოიყურებოდნენ“, - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

original-1-1755066376.webp

728x503-1-dbb2caccad07588633a99f110fb63179746x515-0xmgf0pklr-2419189566574543138-1755066376.jpg.webp

ლეონის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის რომის მახლობლად მდებარე სკოლაში სწავლობს, იშვიათად ხვდება პაპარაცების ობიექტივში და არ ჩნდება საჯაროდ ცნობილ ნათესავებთან ერთად. მხოლოდ ხანდახან აქვეყნებს მათთან ერთად გადაღებულ საარქივო ფოტოებს დაბადების დღის აღსანიშნავად. თუმცა, მისი თითოეული ვიდეოს ქვეშ, გამომწერები რეგულარულად კამათობენ იმაზე, თუ ვის ჰგავს ის უფრო მეტად.

შეგახსენებთ, რომ ლეონი მსახიობებისა და ყოფილი მეუღლეების, ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უმცროსი ქალიშვილია. წყვილი 1999 წელს დაქორწინდა. 2004 წელს მათ ქალიშვილი, დევა, ხოლო 2010 წელს ლეონი შეეძინათ. 2013 წელს განქორწინდნენ. კასელს მოდელ ტინა კუნაკისგან კიდევ ერთი ქალიშვილი, ამაზონი ჰყავს. წელს მას ასევე ვაჟი, კაეტანო, ამჟამინდელი შეყვარებულისგან, ნარა ბაპტისტასგან შეეძინა. მონიკა ბელუჩი ამჟამად რეჟისორ ტიმ ბარტონს ხვდება.

ლეონის ვიდეოები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

მონიკა ბელუჩის უმცროსი გოგონა აღარ იმალება - 14 წლის ლეონი სულ უფრო აქტიურად ჩნდება საჯაროდ